ქართ
eng

Georgian Ecotourism Assotiation

უფრო ახლოს ბუნებასთან

ქცევის ნორმები

სტანდარტი წევრობისათვის

ეკოტურიზმი არის გონივრული მოგზაურობა ბუნებრივ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვას, ადგილობრივი თემის კეთილდღეობის მდგრადობას, აგრეთვე მოიცავს გარემოს ინტერპრეტაციასა და განათლებას (TIES, 2015).

ეკოტურიზმი გულისხმობს ნებისმიერი ტურისტული საქმიანობისას შემდეგი პრინციპების დაცვას:

ყველა სახის ზემოქმედების შემცირებას, რომელიც არ არის გარემოს, თემისა და კულტურის განვითარებისკენ მიმართული;
კულტურული და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.
დადებით გარემოს შექმნა როგორც ტურისტისთვის, ასევე მომსახურების მიმწოდებლისთვის
პირდაპირი ფინანსური სარგებელის მოპოვების ხელშეწყობას გარემოს კონსერვაციის მიზნით.
ადგილობრივი თემის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას.
ეკოტურისტული პროდუქტის განვითარებაში ინტერპრეტირების ინსტრუმენტის დანერგვას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.
გარემოზე მცირე ზემოქმედების მქონე ობიექტების დიზაინის, მშენებლობის და ექსპლუატაციის განხორციელებას.
მკვიდრი მოსახლეობის კულტურული და ტრადიციული უნიკალურობის კონსერვაციას და მათი უნარ-ჩვევების ადაპტაციას ტურიზმის განვითარების თანამედროვე ინსტრუმენტებთან.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წევრთა ქცევის ნორმები:

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველას ვინც ეწევა კომერციულ და არაკომერციულ საქმიანობას ტურიზმის სფეროში, ამასთან იცავს შემდეგ ქცევის ნორმებს:

ასოციაციის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას
წევრი ვალდებულია განახორციელოს თავისი საქმიანობა ასოციაციის მთავარი პრინციპების და მიზნების, პროფესიული ეთიკის და საქმიანი ეტიკეტის დაცვით.
ასოციაციის წევრმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
დაუშვებელია რაიმე სახის პირადი და ფინანსური ინტერესების დაცვა, რომელთაც შეუძლიათ ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობა ასოციაციის სხვა წევრებთან;
სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს უნდა გამოხატონ მიუკერძოებლობა, გამოირიცხოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების ზეგავლენა.
ასოციაციის წევრობა ურთიერთპატივისცემასა და კორექტულ ურთიერთბაზე არის დაფუძნებული, როგორც ერთმანეთის ასევე ასოციაციის ხელმძღვანელი ჯგუფის მიმართ, რაც პირველ რიგში გამოიხატება კონფლიქტის შემთხვევაში საჯარო განხილვებამდე კონფლიქტური საკითხების ასოციაციის დონეზე გადაჭრა.
მიაწოდონ ასოციაციას ინფორმაცია ყველა არასტანდარტული და ექსტრემალური სიტუაციის შესახებ, რომელთა შედეგებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ასოციაციის და მისი წევრების იმიჯზე.
ასოციაციის გამგეობისა და წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაითვალისწინოს ასოციაციის უკლებლივ ყველა წევრმა.
გადაწყვეტილებათა უთანხმოების შემთხვევაში წევრს აქვს უფლება წარუდგინოს კითხვები და წინადადებები ასოციაციის დირექციას.
ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
თანასწორი უფლებებით მონაწილეობდეს ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;
არჩეულ იქნეს ასოციაციის მართვის ორგანოებში არსებულ ნებისმიერ თანამდებობაზე, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაოს ასოციაციაში;
მიითღოს ასოციაციის პროგრამით გათვალისწინებული უფასო მომსახურება და პუბლიკაციები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ მოწყობილ ყველა საერთო ღონისძიებაში;
ასოციაციის წევრად მიღება ხდება წერილობითი მომართვის საფუძველზე, მომართვიდან გამგეობის უახლოეს სხდომაზე.

ზემოთხსენებული დებულებების უგულებელყოფა შესაძლოა გახდეს ორგანიზაციის ან კერძო პირის ასოციაციიდან გარიცხვის საბაბი.

ქცევის ნორმები
გაწევრიანება
წევრები
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია