ისტორია

()იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (ინგლისურად: Georgian Ecotourism Association, წარსულში - ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი) წარმოადგენს რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ორგანიზაცია იურიდიულად დარეგისტრირდა 2012 წელს სახელწოდებით: “ეკოლოგიური ტურზიმის განვითარების ცენტრი“.  2013 წლის აპრილიდან ორგანიზაცია არის „ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების კოლექტიური (სგს)„-ს წევრი. მაისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-ში შექმნილი ბუნების ძეგლების შემსწავლელი კომისის წევრი; ხოლო ამავე წლის ივლისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-სთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2015 წლის 1 ივლისიდან ორგანიზაციას გადერქვა სახელი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციად იწოდება. ა(ა)იპ ”საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა  და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ არა ერთ პროექტი განვახორციელეთ, ასევე ვთანამშრომლობთ, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონის ორგანიზაციებთან. 2019 წლიდან ვართ  მდგრადი ტურიზმის გლობალური საბჭოს (GSTC) წევრი  ორგანიზაცია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ  და ვცდილობთ  განვითარებული ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის საქართველოში დანერგვას, ჩვენი წევრების განვითარებაზე ზრუნვას და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას.


alt

21.03.2019