ხედვა და მიზანი

ხედვა
()იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმოადგენს არაკომერციულ (არასამეწარემო) იურიდიულ პირს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.  ორგანიზაცია ზრუნავს ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე ისე, რომ შეამციროს  უარყოფითი გავლენა გარემოზე და სარგებელი მოუტანოს ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს გრძელვადიან პერსპექტივას.

მიზანი
ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ეკოლოგური ტურიზმის  პროდუქტების განვითარება და პოპულარიზაცი, რომელიც ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე და კონსერვაციაზე, იმ ავთენტური გარემოს შენარჩუნებაზე, რომელიც მთავარი მოტივია ეკოტურისტების მოგზაურობისთვის. ასევე აღნიშნული გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და მრეწველობას.  ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა, მრავალფეროვანი ეკოტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოტურისტულ ადგილს. 


ჩვენი წვლილი საქართველოს ეკოტურიზმის განვითარებაში
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია არის პირველი ორგანიზაცია ქვეყნაში, რომელმაც დაიწყო ეკოტურიზმის, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი დარგის დამკვიდრება ქვეყნაში, აამაღლა ცნობიერება და დაიწყო ტურისტული პროდუქტების შექმნა. დაეხმარა მცირე და საშუალო მეწარმეებს ეკოტურისტული პროდუქტების შექმნაში, რითიც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას. პოპულარიზაცია გაუწია ქართულ  ეკოტურისტულ რესურსებს, როგორც ადგილობრვ ისე საერთაშორისო ბაზარზე და აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მაღალი ხარისხის, გრძელვადიან, ეკონომიკურ სარგებელზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტების შექმნისთვის.  

ჩვენი წვლილი მსოფლიოს ეკოტურიზმის განვითარებაში
ჩვენ ვართ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს გარემოს დაცვასა და კონსერვაციაზე. განსაკუთრებით ვზრუნავთ დაცული ტერიტორიების ბიომრავაფლეროვნებაზე. აღნიშნული კი მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოსამყაროსთვის, იმ ფონზე რომ უმარავი გლობალური გამოწვევაა მსოფლიოს წინშე და თითოეული ეკოლოგიური ერთეული მნიშვნელოვანია.  ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო კონფერენციებში და შეხვედრებში, სადაც  განიხილება და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მსოფლიოში ეკოტურიზმის განვითარებისათვის
 
21.03.2019