ტურიზმის სახელმძღვანელო

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ხულოს LAG-ის დაკვეთით მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო 
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დაკვეთით (KHULO LAG) მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო „როგორ შევქმნათ ეკოტურისტული პროდუქტი“ და „ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“.
პრაქტიკული სახელმძღვანელოს მიზანს არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებით მდგრადი ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა და ამ გზით თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
სახელმძღვანელოს სამიზნე აუდიტორიაა ხულოს მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროები, რომელთაც ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით სურთ საკუთარი ბიზნესის გრძელვადიანი სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა.

სახელმძღვანელოს გადმოწერა