COVID-19 და ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია პარტნიორებთან ერთად იწყებს მუშაობას ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია,  საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია,  გასტრონომიული  ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და ტურიზმის ინსტიტუტი იწყებს ერთობლივ მუშაობას კოვიდისა და პოსტ კოვიდ პერიოდში ტურიზმის ანტიკრიზისულ და განვითარების გეგმაზე.
ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ტურიზმის კერძო სექტორი ერთიანდება რათა როგორც მთავრობას, ასევე  დონორ ორგანიზაციებს შესთავაზოს უკვე ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით ერთიანი ხედვა და მიდგომა.

ერთობლივი დოკუმენტის ნახვა/ჩამოტვირთვა