ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

პროექტები

შიდა და ქვემო ქართლის საფეხმავლო მარშრუტების კვლევა

პროექტი განხორციელდა  „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” მიერ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის დაფინანსებით.

2017 წლის 18 მაისიდან 10 სექტმებრის ჩათვლით ჩატარდა ექსპედიციები, რომელიც მიზნად ისახავდა შიდა და ქვემო ქართლის მხარეში წინასწარ შერჩეული 62 სამთო–საფეხმავლო, ასევე რეგიონში არსებული ტურისტულად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კურორტებისა და საკურორტე ადგილების მიმდებარედ დამატებით მინიმუმ 2 პოტენციური ერთდღიანი, ნახევარ დღიანი და 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტების კვლევას. შეგროვილი მასალების საფუძველზე მომზადდა მარკირების პროექტი, ასევე თითოეული მარშრუტის, მუნიციპალიტეტის და რეგიონის რუკები.

თავისუფალი გაკვეთილების მოდული - აღმოაჩინე საქართველო

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ორგანიზაცია CENN-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად საქართველოს სკოლებისთვის შემუშავდა თავისუფალი გაკვეთილების მოდული "აღმოაჩინე საქართველო". გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ეკოტურიზმის უმთავრეს პრინციპებს, დაეუფლებიან მათ გარშემო არსებული ბუნებრივი და კულტურული ტურისტული რესურსების თანამედროვე კვლევისა და შეფასების უნარებს, თავად დაგეგმავენ და შექმნიან ახალ ეკოტურისტულ პროდუქტებს.
გაკვეთილები უკვე მიმდინარეობს საქართველოს 150-მდე სკოლაში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად (პროექტის - ტყის მდგარდი მართვა საქართველოში ფარგლებში) ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის მხარდაჭერით.

 

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი კახეთის რეგიონში ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარების კუთხით. 
პროექტის მიზანის წარმოადგენდა ადგილზე ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის ისეთი თანამედროვე საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მარკეტინგული არხების გამოყენების სწავლება, როგორიცაა: booking.com, TripAdvisor, Airbnb.com; ელექტრონული გადახდის სისტემები PayPal, Yandex money. 
პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდების ცოდნისა და ენერგიის წარმართვას საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. საწყის ეტაპზე სტუდენტები მოამზადეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელ.მარკეტინგის და ელ.კომერციის სპეციალისტებმა, შემდგომში ადგილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები კი შეირჩნენ კახეთის სამი მუნიციპალიტეტიდან, ხოლო მოხალისეები (სტუდენტები) საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მარკეტინგის, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობებიდან. 

პროექტის განხორციელების პერიოდი:04-07/2017

პროექტის ბიუჯეტი: 33 600 GEL

 

საქართველოს ტურისტული მარშრუტების რუკა

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის -CENN და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. სამუშაოები მიმდინარეობდა 2016 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე.
პროექტის აქტივობები დაყოფილი იყო რამდენიმე ეტაპად:

I ეტაპი - არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სექტორის მიერ მიმდინარე და განხორციელებული ტურისტული პროექტების მოძიება და ანალიზი
•სახელმწიფო უწყებები: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აჭარის კურორეტბისა და ტურიზმის დეპარტამენტი, სხვდასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობები
•არაკომერციული ორგანიზაციები: საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, ეკო-ტურიზმის განვითარების ცენტრი, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, ასოციაცია „მთენი“, ასოციაცია „ელკანა“, საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი, ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო“
•კომერციული ორგანიზაციები: შპს. ჯეოლენდი, შპს. LMC

II ეტაპი - ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების ერთიანი ბაზის შექმნა
•შეგროვილი მასალების საფუძველზე მომზადდა ტურისტული მარშრუტების ერთიანი ბაზა, რომელიც მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: მარშრუტების ერთიანი ცხრილი რეგიონების მიხედვით, მარშრუტების GPX ფაილები, მარშრუტების ტექსტუალური აღწერა.
•აღანიშნავია, რომ მოცემულ ბაზაში მოხვდა მხოლოდ ის მარშრუტები, რომლებიც სვხდასხვა პერიოდში იქნა გამოკვლეული, აღწერილი და დაპროექტებული.

III ეტაპი - სისტემატიზებული მონაცემების დარუკება
•ერთიანი მონაცემების მიხედვით შეიქმნაGISბაზა, რომელიც რეგიონების მიხედვით, განთავსდა google.com/map-ზე .
•ცალლკე მომზადდა მასალები უშუალოდ Globalforestwach-თვის.

პროექტი განხორციელდა პროექტის - ტყის მდგარდი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

მაჭახელის ხეობაში ადგილობრივი თემების შესაძლებლობებისა გაუმჯობესება ტურისტული მომსახურების განვითარების გზით

პროექტის მიზნები და ამოცანები

Øხეობის ტურისტული პოტენციალის რეალური სურათის დანახვა;

Øახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისას ეკოტურისტული პრინციპების დაცვა;

Øმაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტების და სერვისების შექმნისთვის ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარება;

Øტურიზმში მოღვაწე სხვადასხვა ადგილობრივ  ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;

Øსხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების გზით ხეობის პოპულარიზაცია.

პროექტის აქტივობები

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მაჭახელის ხეობის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომლის საფუძველზე შეიქმნა 3 ახალი ეკოტურისტული მარშრუტი:

  1. მაჭახელის ხეობის გასტრონომიული ტური;
  2. მაჭახელის ხეობის ეთნოგრაფიული ტური;
  3. დუნგას ჩანჩქერების ბილიკი.

ამასთან, ხეობაში არსებულ თემებში მოძიებულ იქნა ეკოტურისტული სერვისის პოტენციური მიმწოდებლები, რომელთაც ჩაუტარდათ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები, ეკოტურისტული სერვისების განვიტარების კუთხით. 

პროექტი განხორციელდა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და GEF მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელების პერიოდი:12/2016-10/2017

პროექტის ბიუჯეტი: 118 000 GEL

 

 

გურიის რეგიონის ტურისტული მარშრუტების კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ განახორციელა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი, რომელიც გულისხმობდა გურიის რეგიონში სამთო-საფეხმვალო ტურისტული მარშრუტების კვლევას და მარკირების პროექტის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში თითოეული მარშრუტისთის მომზადდება ტურისტული რუკები და აღიწერება მარშრუტში შემავალი ღირსშესანიშნაობები.

პროექტის ფარგლებში განხორცილდა შემდეგი მარშრუტების აღწერა:

  1. მაკვანეთი - გოგიეთი
  2. ასკანა -ციხის ნანგრევები და ჩანჩქერები
  3. ბახმარო- მზის ამოსავალი გორა
  4. ბახმარო - მზის ჩასავალი გორა
  5. ბახმარო - ბაისურა
  6. ოზურგეთი - აჭი
  7. ჩოხატაური - შუასურები
  8. ჯაჯის ტბა - შუაგორა
  9. შუასურები - შუაგორა
  10. ვაკიჯვარი - ბახმარო
  11. გომის მთა - ბახმარო
  12. გომის მთა - შემოქმედი
  13. ბახმარო- ზოტიყელი - ბალიანი
  14. ბახმარო - ხულო
  15. მთისპირი - ბახმარო
  16. ვაკიჯვარი - ღორჯომი - ადიგენი
  17. ბახმარო - ღორჯომი
  18. ვაკიჯვარი - მთისპირი
  19. ვაკიჯვარი - ქორბუდე (ნასახლევა)
  20. ოზურგეთი - ჯუმათი
  21. ჩოხატაური -ზემოსურები(ტობაჩხო)- მეფისწყარო - ჯაჯის ტბა
  22. ზემოსურები(ტობაჩხო) - შუაგორა
  23. ჩოხატაური- ნაბეღლავი- ქვაბღა- ჩხაკაურა- ბახმარო
  24. ჩოხატაური- ხიდისთავი- გორთაფონი- სათიკნია - ბახმარო
  25. ჩოხატაური - ზოტი- სანისლია
  26. ჩოხატაური - ერკეთის მონასტერი
  27. ვაკიჯვარი - გორიყური
  28. ხიდისთავი - ბახმარო
  29. ასკანა - ბახმარო - გორიყური
  30. გომის მთა - ჭინჭაო - ტბიყელი
  31. ვაკიჯვარი - გომისმთა - ტაგინურის მთა - ხაბელაშვილები
  32. ზოტი - კიკიბო - დერცელი
  33. ზოტი - ბახმარო
  34. უდაბნო - ტოლები

პროექტის განხორციელების პერიოდი:05-11/2016

პროექტის ბიუჯეტი: 45 000 GEL

სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მდგრადი ეკოტურისტული მომსახურების განვითარება

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაციამ მის რეგიონალურ პარტნიორ ორგანოზაცია ეკო-ტურიზმის განვითარების ცენტრთან  პარტნიორობით განახორციელა პროექტი - სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მდგრადი ეკოტურისტული მომსახურეობის განვითარება ადგილობრივი თემის ჩართულობისა და არაფორმალური დუალური განათლების გზით.
პროექტი მოიცავდა ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ეკოტურისტული მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რაც განაპირობებს რეგიონის განვითარებას და ადგილობრივი თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი ემსახურება ზრდასრული ასაკის მოსახლეობის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას, ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას მდგრადი ტურისტული პროდუქტის შექმნის და მართვის სფეროში.  მცირე გრანტების პროგრამა განხორციელდა პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD), რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

პროექტის განხორციელების პერიოდი:12/2015 - 10/2016

პროექტის ბიუჯეტი: 40 705 GEL

 

ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარება სამეგრელოში

საქართველო ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით გამორჩძეული ქვეყანაა. სამწუხაროდ მრავალი მათგანი მივიწყებულია. იმის მიუხედვად, რომ მათგან მაღალი ხარისხის ღვინის მიღებაა შესაძლებელი ადგილობრივი მოსხალეობის მხრიდანაც კი მცირე ინტერესს იმსახურებს. ერთ-ერთი ასეთი ჯიში მეგრული ოჯალეშია, რომლის პოპულარიზაციის და გამრავლების მიზნით საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ქართული ვაზის ფონდი, ააიპ "აგროს" ხელშეწყობით და დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. თარგამეულში მეგრული ვაზის ჯიშების გაშენებას. ეკოტურიზმის ასოციაციის მიწის ნაკვეთზე ამჟამად დარგულია 1500 ძირი ოჯალეში. მომავალში იგეგმება სხვა მეგრული ჯიშის ვაზის დარგვაც.

საქართველოს რეგიონების ღვინის ინფოგრაფიკები

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ღვინის კლუბთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ქვეყნის რეგიონებში არსებული ღვინის ჯიშების არეალების და მეღვინეობის ზოენბის ამსახველი ინფორგრაფიკების მომზადებას. საქართველოს რეგიონის თითოეული ინფოგრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ვებრგვერდზე რუკების კატეგორიაში.

შიდა და ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ  სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ დაკვეთით განახორციელა პროექტი „ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების ტურისტული პოტენციალის კვლევა“. კვლევის საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის ტურისტული ობიექტები.
წინასწარი მოსამზადებელი ეტაპისა და საველე გასვლების პერიოდში მოძიებული მასლაების საფუძველზე, თითოეული ობიექტისთვის დამუშავდა საბოლოო კითხვარი, რომელშიც გათვალსიწინებულ იქნა ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციები ტურიზმის, არქეოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კუთხით. ასევე შესწავლილ იქნა ძირითად შემომყვან ტურ–ოპერატორთა საკვლევ რეგიოენბში არსებული ტურისტული მარშრუტები, პრიორიტეტულ ღირშესანიშნაობათა განსაზღვრის მიზნით. 
მოკვლევის შედეგად რეგიონში სულ აღწერილი და შესწავლილი იქნა 800-მდე ობიექტი.
უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი ობიექტების ძირითად ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა ისტორიულ–არქიტექტურულ ძეგლებზე მოდის. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტების ნაწილი ამჟამად პრაქტიკულად აღარ არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ნაწილი ძალზედ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვა, ან მცირე ნანგრევი. ბუნების ძეგლების შემთხვევაში კი , გამოკვლეული ტბებიდან მრავალი მათგანი სრულად დაჭაობებულია.

პროექტის განხორციელების პერიოდი:09-12/2014

პროექტის ბიუჯეტი: 44 000 GEL

აჭარის ტურისტული პოტენციალის კვლევა

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით. დაკვეთა მიზნად ისახავდა აჭარის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებას და ამ მარშრუტების მარკირების პროექტის შექმნას. კვლევის საგანს წარმოადგენდნენ შემდეგი გეოგრაფიული ობიექტები:
 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - მაჭახელას ხეობა;
 ქედის მუნიციპალიტეტი - სოფ.გობრონეთი, სოფ.მერისი, სოფ.გეგელიძეები, სოფ.საღორეთი (სოფ.1 მაისი), სოფ.ვაიო;
 შუახევის მუნიციპალიტეტი - სოფ.ნიგაზეული, სოფ.გომარდული;
 ქობულეთის მუნიციპალიტეტი - სოფ.ჩაისუბანი, სოფ. სახალვაშო, სოფ.ჩაქვისთავი;
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა კვლევის არეალში არსებული ტურისტული ინფორმაციის თავმოყრა და სავარაუდო მარშრუტების იდენტიფიცირება კამერალური სამუშაოების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე, მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ექსპედიციების განხორციელება ყველა პოტენციურ ტურისტულ მარშრუტზე. ექსპედიციებისას მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგად, შეირჩა სხვადასხვა თემატიკის ათი ტურისტული მარშრუტი (საფეხმავლო , ველო, ცხენი, მსუბუქი ავტომობილი, 4X4). ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა 2013 წელს მარკირებული ეკო მარშრუტების ირგვლივ მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი ერთგვარი გავრცობა.
საბოლოოდ კვლევის შედეგად:
• იდენფიცირებულ იქნა კვლევის არეალში ყველა შესაძლო ტურისტული მარშრუტი(არსებული ნიშნულების სისტემის გათვალისწინებით).
• აღიწერა მარშრუტებზე არსებული ტურისტული ობიექტები (ჩანჩქერები, კვების და ღამისთევის ობიექტები, საკემპინგე თუ საპიკნიკე ადგილები, სასმელი წყლის პუნქტები, ცეცხლის დასანთები ადგილები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა.)
• დადგინდა ტურისტული მარშრუტების ოპტიმალური სვლა-გეზი (კილომეტრაჟის და ხანგრძლივობის მითითებით) და მოხდა ბილიკების დივერსიფიკაცია;
• მარშრუტები კატეგორიზდა სირთულისა და ხანგრძლივობის მიხედივთ. ასევე, დამუშავებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია მარშრუტებზე გადაადგილების საშუალებების (ცხენი, ავტომობილის ტიპი,ველოსიპედი) და მარშრუტის დასაფარად საჭირო დროის შესახებ.
• თითოეული მარშრუტი აღიწერა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (მარშრუტების ტექსტი 2 ენაზე - ინგლისური, ქართული).
• ყველა მარშრუტისთვის აღებულ იქნა GPშ კოორდინატები და მითითებულ ქინა სიმაღლური პროფილი (სიმაღლე ზღვის დონიდან).
• გადაღებულ იქნა მარშრუტების და მასში შემავალი ობიექტების ამსახველი ფოტო მასალა
• კვლევის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი შენიშვნების, მოსაზრებების და რჩევების საფუძველზე (ადგილზე ტურისული პროდუქტების განვითარების კუთხით) მომზადდა დაინტერესებული მხარეების (სტაკეჰოლდერს) ანალიზი.
• კვლევის არელაში აღწერილ არცერთ მარშრუტზე არ გამოიკვეთა რაიმე სახის რეკომენდაცია მათი ინფრასტრუქტურული აღჭურვის საჭიროების შესახებ.
• დამკვეთთან შეთანხმებით მომზადდა მარშრუტების სადემონსტრაციო დაფებისა (ყველა კონკრეტული მარშრუტისათვის) და მანიშნებლების შესაბამისი ნახაზები თავისი მოცულობებითა და შინაარსით
• განისაზღვრა დაფებისა და ნიშნულების განთავსების კოორდინატები და სადემონსტრაციო დაფაზე დასატანი ინფორმაციის მოცულობა და შინაარსი. 

პროექტის განხორციელების პერიოდი:07-08/2014

პროექტის ბიუჯეტი: 10 000 GEL

თბილისის შემოგარენის აგროტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა პროექტი ”თბილისის შემოგარენში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა“

            სამუშაო ჯგუფის მიერ თბილისის შემოგარენში არსებული აგრომეურნეობების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა  განხორციელდა ადგილობრივი გამგეობების, ადგილობრივი რწმუნებულების და შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებული აგროსერვისცენტრების მიერ  მოწოდებული მასალების საფუძველზე.

            2014 წლის მაის-ივნისის თვეებში ჩატარდა სამუშაო გასვლები თბილისის  შემოგარენში, კერძოდ ბოლნისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, რუსთავის და საგარეჯოს მიმართულებებით; ასევე, შემდეგ 14 დასახლებულ პუნქტში: ბეთანია, კიკეთი, კოჯორი, მცხეთა, ოქროყანა, სოფ. საგურამო, სოფ. გლდანი, სოფ. დიდი დიღიმი, ტაბახმელა, შინდისი, ცხვარიჭამია, წავკისი, წყნეთი, ბულაჩაური. გასვლები მიზნად ისახავდა აღნიშნულ მიმართულებებზე აგროტურისტულად საინტერესო იბიექტების გამოვლენასა და მათ აღწერას. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა:

  • აგრარული პოტენციალის მქონე ტურისტული ობიექტები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები და გააჩნიათ აგროტურისტული ინფრასტრუქტურა: ხილის, თაფლის, თევზის  და სხვა ტიპის მწარმოებელი მეურნეობები და აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები;
  • ღვინის მარნები, სადაც შექმნილია სათანადო პირობები სტუმრის მისაღებად (ინვენტარი, ხარისხიანი პროდუქტი/ღვინო);
  • განთავსების ობიექტები (საოჯახო სასტუმროები), რომელთაც გააჩნიათ საკუთრი მცირე მეურნეობები და ტურისტს სთავაზობენ ადგილობრივ ბიოპროდუქტს;
  • კვების ობიექტები ბიოპროდუქტითა და დამატებითი შეთავაზებებით (თონე, თევსაჭერი და/ან სხვ.)
  • დამატებითი ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: ნავით გასეირნება მდინარეებსა და ტბაზე, თევზაობა, ცხენით გასეირნება და სხვა.

გასვლის პერიოდში ჩატარდა ინტერვიუები შერჩეული ობიექტების წარმომადგენლებთან წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. შეივსო კითხვარები, შეგროვდა ობიექტებთან მისასვლელი გზებისა და თვით ტურისტული ობიექტების GIS-ს მონაცემები. გადაღებულ იქნა თითოეული ობიექტის აგროტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო მასალა.

პროექტის განხორციელების პერიოდი:04-06/2014

პროექტის ბიუჯეტი: 17 000 GEL

დედოფლისწყაროში ტურისტული პოტენციალის შესწავლა

პროექტი განხორციელდა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით. დაკვეთა მიზნად ისახავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებას და ამ მარშრუტების მარკირების პროექტის შექმნას.

დასახული ამოცანის შესასრულებლად, ასოციაციის თანამშრომლების მიერ, პირველ ეტაპზე მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გარშემო არსებული ტურისტული ინფორმაციის თავმოყრა და სავარაუდო მარშრუტების იდენტიფიცირება კამერალური სამუშაოების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე, მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ექსპედიციების განხორციელება ყველა პოტენციურ ტურისტულ მარშრუტზე. ექსპედიციებისას მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგად, შეირჩა სხვადასხვა თემატიკის ხუთი ტურისტული მარშრუტი. თითოეული მარშრუტისთვის მოხდა ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია; მარშრუტზე არსებული ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა; მარშრუტებთან დაკავშირებული გეოინფორმაციული მასალის შექმნა; ფოტოების გადაღება; მარშრუტის აღწერა და მარშრუტის მარკირების პროექტის მომზადება.

პროექტის განხორციელების პერიოდი:02-08/2014

პროექტის ბიუჯეტი: 22 000 GEL

 

 

 

გურიის რეგიონში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა პროექტი „გურიის რეგიონში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა“

          2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ჩატარდა სამუშაო გასვლა გურიის რეგიონში, კერძოდ ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში აგროტურისტული პოტენციალის კვლევას. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა:

  • აგრარული პოტენციალის მქონე ტურისტული ობიექტები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები და გააჩნიათ აგროტურისტული ინფრასტრუქტურა: სუბტროპიკული ხილის, თხილის, ჩაის, თაფლის, თევზის მწარმოებელი მეურნეობები და სხვა;
  • ღვინის მარნები, სადაც შექმნილია სათანადო პირობები სტუმრის მისაღებად (ინვენტარი, ხარისხიანი პროდუქტი/ღვინო);
  • განთავსების ობიექტები (საოჯახო სასტუმროები), რომელთაც გააჩნიათ საკუთრი მცირე მეურნეობები და ტურისტს სთავაზობენ ადგილობრივ ბიოპროდუქტს;
  • კვების ობიექტები ბიოპროდუქტითა და დამატებითი შეთავაზებებით (თონე, თევსაჭერი და/ან სხვ.)
  • დამატებითი ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: ნავით გასეირნება მდინარეებსა და ტბაზე, თევზაობა, ცხენით გასეირნება, მინერალური წყაროების დათვალიერება, დაგემოვნება და სხვა.

გასვლის პერიოდში ჩატარდა ინტერვიუები შერჩეული ობიექტების წარმომადგენლებთან წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. შეივსო კითხვარები, შეგროვდა ობიექტებთან მისასვლელი გზებისა და თვით ტურისტული ობიექტების GIS-ს მონაცემები. გადაღებულ იქნა თითოეული ობიექტისა და გურიის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო მასალა.

პროექტის განხორციელების პერიოდი:10-12/2013

პროექტის ბიუჯეტი: 17 000 GEL

მთიანი სამეგრელოს საფეხმავლო მარშრუტების კვლევა

პროექტი განხორციელდა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის დაფინანსებით. 2013 წლის 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა მთიანი სამეგრელოს  წინასწარ შერჩეული,  საფეხმავლო მარშრუტების კვლევასა და შეგროვილი მასალების საფუძველზე მარკირების პროექტის მომზადებას. 

ექსპედიციის წევრებმა ადგილობრივ გამყოლებთან ერთად (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – კორნელი შეროზია; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – გიორგი გაბედავა; მარტვილის მუნიციპალიტეტი – ვოვა კალანდია) გაიარეს თითოეული დაგეგმილი მარშრუტი, სადაც მათ განახორციელეს: ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა, ტურისტული მარშრუტების ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია, თითოეული მარშრუტის აღწერა, მარშრუტების GPS კოორდინატების აღება. გადაღებულ იქნა მარშრუტების ფოტო-მასალა. აღნიშნული საველე კვლევის შედეგად შეგროვილი მასალის კამერალური დამუშავების შემდგომ მოხდა მარშრუტების კატეგორიზაცია სირთულის მიხედვით (მარტივი, საშუალო, რთული).  მარკირებისთვის რეკომენდაცია მიეცა შემდეგ მარშრუტებს :

  1. სოფ. ჩქვალერი – მდ. ინწრას ხეობა – ინწრას ჩანჩქერი – ინწრას მღვიმე.
  2. სოფ. ჩქვალერი – მდ. ინწრას ხეობა – ინწრას ჩანჩქერი – ინწრას მღვიმე - ქუაქანცალიას მოქანავე ლოდი – მწ. ყვირა – კურ. სქური.
  3. სოფ. თაია – ოცინდალეს მამათა მონასტერი – წიფურიას ტაფობი – სოფ.თაია.
  4. სოფ. ნაფიჩხოვო – მწვერვალი მიგარია – სოფ. ნაფიჩხოვო.
  5. სოფ. კურზუ – მდ. ოჩხომურის ხეობა – ოჩხომურის ჩანჩქერი.

პროექტის განხორციელების პერიოდი:09-11/2013

პროექტის ბიუჯეტი: 6 500 GEL

თბილისის შემოგარენში ბუნების შემსწავლელი ბილიკების დაპროექტება

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა giz და ილიას სახემლმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ თბილისის შემოგარენში დააპროექტა ბუნების შემსწავლელი ბილიკები. ბილიკების იდენტიფიცირება მოხდა ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების თემატიკის მიხედვით. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების პრაქტიკული მასალით გამდიდრებას.

შერჩეულ ბილიკებზე მოხდა საინფორმაციო დაფების დამონტაჟება, შეიქმნა ელექტრონული ბაზა მარშრუტებზე მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და განახლებისთვის, ასევე მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მარშრუტებზე არსებული ინფორმაციის მობილურ მოწყობილობაში ჩამოტვირთვა.

      შეიქმნა ონლაინ ვიკი სისტემა (პორტალი) http://www.traces.iliauni.edu.ge/, რომელზეც მოთავსებულია სრული ინფორმაცია სალაშქრო მარშრუტების შესახებ და შესაძლებელია მისი მარტივად ჩამოტვირთვა და განახლება. შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელიც  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ჩამოტვირთოს მარშრუტების რუკები, ინფორმაცია მათთვის საინტერესო ობიექტების შესახებ  შემდეგ პლატფორმაზე:  iPhone (iPhone 5-ის საშუალებით, 3G და 3Gs ვერსიებზე თავსებადი), ანდროიდი. პროგრამის ინტერფეისი არის მარტივ ინგლისურ ენაზე და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელი.

                       ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოცემული საველე მეგზურიც ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც სრულად შიცავს სასწავლო-სალაშქრო ბილიკების გასავლელად საჭირო ინფორმაციას.

პროექტის განხორციელების პერიოდი:05-08/2013

პროექტის ბიუჯეტი: 67 000 GEL

 

სათავგადასავლო და ინფო-ტურები საქართველოს მუზეუმ-ნაკრძალებში

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანს წარმოდგენდა სქართველოს გამორჩეული მუზეომ-ნაკრძალების პოპულარიზაცია და მოწვეული სტუმრებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საქმიანობის გაცნობა საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში სხვდასხვა ტურისტული კომპანიების და საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები ეწვივნენ გრემის, ნოქალაქევის, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებს, გაეცნენ იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს.

პროექტის ვადები: 04-06/2013

პროექტის ბიუჯეტი: 17 000 GEL

სვნეთის საფეხმავლო მარშრუტების კვ;ევა

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის დაფინანსებით.
2012 წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა წიანსარ შერჩეული, სვანეთის 7 საფეხმავლო მარშრუტის კვლევასა და შეგროვილი მასალების საფუძველზე მარკირების პროექტის მომზადებას.
ექსპედიის წევრების მიერ მოხდა შემდეგი საფეხმავლო მარშრუტების აღწერა:
1. ეცერი - ცხუმარი;
2. ცხუმარი - კარსტული მღვიმე- ლაილა;
3. ეცერი-ებუდი-დოლი- ლატალი;
4. ლატალი- ლენჯერი- ჰეკშილდი;
5. მაზერი - ლატალი;
6. ჟაბეში - თეთნულდი;
7. ადიში - თეთნულდი.
გავლილი იქნა თითოეული მარშრუტი, დაგეგმილ მარშრუტებზე მოხდა ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა; ტურისტულ მარშრუტების ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია; თითოეული მარშტრუტის აღწერა; მარშრუტების GPშ კოორდინატების აღება; გადაღებულ იქნა მარშრუტების ფოტო-მასალა.
აღნიშნული საველე კვლევის შედეგად შეგროვილი მასალის კამერლაური დამუშავების შემდგომ, მომზადდა შერჩეული მარშრუტების მარკირების პროექტი.

პროექტის განხორციელების პერიოდი:08-09/2012

პროექტის ბიუჯეტი: 15 000 GEL

ექსტრემალური და ეკო-ტურიზმის პოტენციალის კვლევა

პროექტი მიზნად ისახავდა ექსტრემალური და ეკო-ტურიზმის პოტენციალის კვლევას, სამთო ველო-ტურების შემუშავების მიზნით: სამცხე ჯავახეთის რეგიონში დაბა ბაკურიანის შემოგარენში და მცხეთა მთიანეთის რეგიონში გუდაურის შემოგარენში. წინასწარ შერჩეული მარშრუტების კველვას და მათი მარკირებისთვის საჭირო მასალის შეგროვება-დამუშავებას. 

ექსპედიის წევრების მიერ მოხდა 24 (12 ბაკურიანი; 12 გუდაური) მარშრუტის  აღწერა.  გავლილი იქნა თითოეული მარშრუტი, გადღებულ იქნა ფოტო მასალა, დადგინდა ტურისტულ ობიექტების ზუსტი კოორდინატები. ტურისტული ობიექტების შესახებ შეგროვდა ინფორმაცია,  მოხდა შეგროვებული მასალის კამერალური დამუშავება.  მოხდა GPშ მარშრუტების და აზომილი წერტილების პარამეტრიზაცია.

   ჩატარებული  სამუშაოების შედეგად ბაკურიანის შემოგარენში 12 წინასწარ შერჩეული მარშრუტიდან, რეკომენდაცია მიეცა 3 მარშრუტს; 2 მარშრუტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საკმაოდ პერსპექტიული; 7 მარშრუტი არარეკომენდირებულია. 

პროექტი განხორციელდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტის განხორციელების პერიოდი:07-08/2012

პროექტის ბიუჯეტი: 6 000 GEL