ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

გაიმართა ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის  მორიგი ცერემონიალი. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, მისი აღმასრულებელი დირექტორის სახით აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ჟიურის წევრის რანგში. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კონკურსის ყველა მონაწილეს და განასკუთებით მათ დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის და ამ შესაძლებლობების მოცემეისთვის.

ვფიქრობთ საქართველოში ტურიზმი არის იმ ეტაპზე, რომ დავიწყოთ ზრუნვა მისი მდგრადობის ნაწილზე, როგორც გარემოს ისე ადგილობრივი თემის მიმართ. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის რეგიონებში  ეკოტურისტული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში, შესაბამიდას იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს გვექნება ის მოცემულობა, სადაც ეკოტურიზმის სფეროში არსებული კონკურენცია შესაძლებელს გახდის  აღნიშნულ კონკურსს დაემატოს ეკოტურიზმის კატეგორიაც.