საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია აგრძელებს მაჭახელის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტების კვლევას და განვითარებას. ამჟამად მიმდინარე პროექტი გულისხმობს ხეობაში არსებული ღვინის ტურიზმის პოტენციალის კვლევას და კვლევის შედეგად შერჩეულ ბენეფიციართათვის აღნიშნული მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. პროექტის იმ მონაწილეებს ვინც წარმატებით გაივლის ტრენინგს გადაეცემათ აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის ადგილობრივი ჯიშის ნერგები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, მაჭახელის ხეობაში ღვინის ტურისტული მარშრუტების დაპროექტება.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და GEF მხარდაჭერით.