ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

სტაჟირება ეკოტურიზმის ასოციაციაში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ეკოტურიზმით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ სტაჟირებას, რომლის ფარგლებში საშუალება მოგეცემათ ჩაერთოთ ასოციაციის საქმიანობაში, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს პროექტებში, ღონისძიებებსა და სხვადასხვა აქტივობებში. 
სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირების პირობები: 4-თვიანი, არაანაზღაურებადი სტაჟირება, თავისუფალი გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
საოფისე სამუშაო - ტექსტების რედაქტირება, თარგმნა, მასალების მოძიება;
საველე სამუშაო - ექსპედიციებში მონაწილეობა, ტურისტული მარშრუტების აღწერა, საველე კვლევების წარმოება;
ანალიტიკური სამუშაო - კამერალური კვლევები, მასალების ანალიზი;
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება/და სტუდენტი 
ინგლისური ენის ცოდნა
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში 15 თებერვლამდე გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@ecotourism.ge