ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

მზადება EuroEco18-თვის

2018 წლის 10-14 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს ევროპის  ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაა. მოცემულ ეტაპზე  მიმდინარეობს კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების დაზუსტება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორსიო პარტნიორებთან. გასულ კვირას გერმანიის დედაქალაქში ITB Berlin ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კონფერენციის უცხოელ პარტნიორებთან, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა პარტნიორებს გააცნო კონფერენციის ჩატარების სამოქმედო გეგმა და მათთან ერთად განიხილა კონფერენციის ჩატარების სხვადასხვა დეტალები.

ევროპის  ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციის შესახებ არსებულ სიახლეებს პერიოდულად გაგაცნობთ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.