ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

მაჭახლის ხეობის ეთნოსოფელი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ მის პარტნიორ ორგანიზაცია "არტსტუდიო პროექტთან" თანამშრომლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით დაიწყო მუშაობა მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფციის შემუშავების შესახებ. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ მოხდება:

  •  ხეობის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ტურისტული პროდუქტების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის საჭიროებების და განვითარების ხედვის ჩამოაყალიბება;
  • სტატისტიკური ანალიზი;
  • ეკომუზეუმებისა და ეკოსოფლების საერთაშორისო  გამოცდილების ანალიზი და მოდელის შემუშავება;
  • შერჩეული კლასტერტების შიგნით და მათ დასაკავშირებლად პოტენციური მარშრუტის მოკვლევა და დაპროექტება;
  • მაჭახლის ხეობის ტურიზმის მართვის მოდელის  და ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.