ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

მთიანი სამეგრელოს საფეხმავლო მარშრუტების კვლევა

პროექტი განხორციელდა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის დაფინანსებით. 2013 წლის 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა მთიანი სამეგრელოს  წინასწარ შერჩეული,  საფეხმავლო მარშრუტების კვლევასა და შეგროვილი მასალების საფუძველზე მარკირების პროექტის მომზადებას. 

ექსპედიციის წევრებმა ადგილობრივ გამყოლებთან ერთად (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – კორნელი შეროზია; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – გიორგი გაბედავა; მარტვილის მუნიციპალიტეტი – ვოვა კალანდია) გაიარეს თითოეული დაგეგმილი მარშრუტი, სადაც მათ განახორციელეს: ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა, ტურისტული მარშრუტების ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია, თითოეული მარშრუტის აღწერა, მარშრუტების GPS კოორდინატების აღება. გადაღებულ იქნა მარშრუტების ფოტო-მასალა. აღნიშნული საველე კვლევის შედეგად შეგროვილი მასალის კამერალური დამუშავების შემდგომ მოხდა მარშრუტების კატეგორიზაცია სირთულის მიხედვით (მარტივი, საშუალო, რთული).  მარკირებისთვის რეკომენდაცია მიეცა შემდეგ მარშრუტებს :

  1. სოფ. ჩქვალერი – მდ. ინწრას ხეობა – ინწრას ჩანჩქერი – ინწრას მღვიმე.
  2. სოფ. ჩქვალერი – მდ. ინწრას ხეობა – ინწრას ჩანჩქერი – ინწრას მღვიმე - ქუაქანცალიას მოქანავე ლოდი – მწ. ყვირა – კურ. სქური.
  3. სოფ. თაია – ოცინდალეს მამათა მონასტერი – წიფურიას ტაფობი – სოფ.თაია.
  4. სოფ. ნაფიჩხოვო – მწვერვალი მიგარია – სოფ. ნაფიჩხოვო.
  5. სოფ. კურზუ – მდ. ოჩხომურის ხეობა – ოჩხომურის ჩანჩქერი.

პროექტის განხორციელების პერიოდი:09-11/2013

პროექტის ბიუჯეტი: 6 500 GEL