ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

გურიის რეგიონში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა პროექტი „გურიის რეგიონში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა“

          2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ჩატარდა სამუშაო გასვლა გურიის რეგიონში, კერძოდ ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში აგროტურისტული პოტენციალის კვლევას. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა:

  • აგრარული პოტენციალის მქონე ტურისტული ობიექტები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები და გააჩნიათ აგროტურისტული ინფრასტრუქტურა: სუბტროპიკული ხილის, თხილის, ჩაის, თაფლის, თევზის მწარმოებელი მეურნეობები და სხვა;
  • ღვინის მარნები, სადაც შექმნილია სათანადო პირობები სტუმრის მისაღებად (ინვენტარი, ხარისხიანი პროდუქტი/ღვინო);
  • განთავსების ობიექტები (საოჯახო სასტუმროები), რომელთაც გააჩნიათ საკუთრი მცირე მეურნეობები და ტურისტს სთავაზობენ ადგილობრივ ბიოპროდუქტს;
  • კვების ობიექტები ბიოპროდუქტითა და დამატებითი შეთავაზებებით (თონე, თევსაჭერი და/ან სხვ.)
  • დამატებითი ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: ნავით გასეირნება მდინარეებსა და ტბაზე, თევზაობა, ცხენით გასეირნება, მინერალური წყაროების დათვალიერება, დაგემოვნება და სხვა.

გასვლის პერიოდში ჩატარდა ინტერვიუები შერჩეული ობიექტების წარმომადგენლებთან წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. შეივსო კითხვარები, შეგროვდა ობიექტებთან მისასვლელი გზებისა და თვით ტურისტული ობიექტების GIS-ს მონაცემები. გადაღებულ იქნა თითოეული ობიექტისა და გურიის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო მასალა.

პროექტის განხორციელების პერიოდი:10-12/2013

პროექტის ბიუჯეტი: 17 000 GEL