ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

დედოფლისწყაროში ტურისტული პოტენციალის შესწავლა

პროექტი განხორციელდა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით. დაკვეთა მიზნად ისახავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებას და ამ მარშრუტების მარკირების პროექტის შექმნას.

დასახული ამოცანის შესასრულებლად, ასოციაციის თანამშრომლების მიერ, პირველ ეტაპზე მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გარშემო არსებული ტურისტული ინფორმაციის თავმოყრა და სავარაუდო მარშრუტების იდენტიფიცირება კამერალური სამუშაოების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე, მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ექსპედიციების განხორციელება ყველა პოტენციურ ტურისტულ მარშრუტზე. ექსპედიციებისას მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგად, შეირჩა სხვადასხვა თემატიკის ხუთი ტურისტული მარშრუტი. თითოეული მარშრუტისთვის მოხდა ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია; მარშრუტზე არსებული ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა; მარშრუტებთან დაკავშირებული გეოინფორმაციული მასალის შექმნა; ფოტოების გადაღება; მარშრუტის აღწერა და მარშრუტის მარკირების პროექტის მომზადება.

პროექტის განხორციელების პერიოდი:02-08/2014

პროექტის ბიუჯეტი: 22 000 GEL