ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

თბილისის შემოგარენის აგროტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა პროექტი ”თბილისის შემოგარენში აგროტურისტული პოტენციალის კვლევა“

            სამუშაო ჯგუფის მიერ თბილისის შემოგარენში არსებული აგრომეურნეობების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა  განხორციელდა ადგილობრივი გამგეობების, ადგილობრივი რწმუნებულების და შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებული აგროსერვისცენტრების მიერ  მოწოდებული მასალების საფუძველზე.

            2014 წლის მაის-ივნისის თვეებში ჩატარდა სამუშაო გასვლები თბილისის  შემოგარენში, კერძოდ ბოლნისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, რუსთავის და საგარეჯოს მიმართულებებით; ასევე, შემდეგ 14 დასახლებულ პუნქტში: ბეთანია, კიკეთი, კოჯორი, მცხეთა, ოქროყანა, სოფ. საგურამო, სოფ. გლდანი, სოფ. დიდი დიღიმი, ტაბახმელა, შინდისი, ცხვარიჭამია, წავკისი, წყნეთი, ბულაჩაური. გასვლები მიზნად ისახავდა აღნიშნულ მიმართულებებზე აგროტურისტულად საინტერესო იბიექტების გამოვლენასა და მათ აღწერას. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა:

  • აგრარული პოტენციალის მქონე ტურისტული ობიექტები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები და გააჩნიათ აგროტურისტული ინფრასტრუქტურა: ხილის, თაფლის, თევზის  და სხვა ტიპის მწარმოებელი მეურნეობები და აქვთ შესაძლებლობა და სურვილი მიიღონ სტუმრები;
  • ღვინის მარნები, სადაც შექმნილია სათანადო პირობები სტუმრის მისაღებად (ინვენტარი, ხარისხიანი პროდუქტი/ღვინო);
  • განთავსების ობიექტები (საოჯახო სასტუმროები), რომელთაც გააჩნიათ საკუთრი მცირე მეურნეობები და ტურისტს სთავაზობენ ადგილობრივ ბიოპროდუქტს;
  • კვების ობიექტები ბიოპროდუქტითა და დამატებითი შეთავაზებებით (თონე, თევსაჭერი და/ან სხვ.)
  • დამატებითი ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: ნავით გასეირნება მდინარეებსა და ტბაზე, თევზაობა, ცხენით გასეირნება და სხვა.

გასვლის პერიოდში ჩატარდა ინტერვიუები შერჩეული ობიექტების წარმომადგენლებთან წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე. შეივსო კითხვარები, შეგროვდა ობიექტებთან მისასვლელი გზებისა და თვით ტურისტული ობიექტების GIS-ს მონაცემები. გადაღებულ იქნა თითოეული ობიექტის აგროტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო მასალა.

პროექტის განხორციელების პერიოდი:04-06/2014

პროექტის ბიუჯეტი: 17 000 GEL