ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

აჭარის ტურისტული პოტენციალის კვლევა

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით. დაკვეთა მიზნად ისახავდა აჭარის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებას და ამ მარშრუტების მარკირების პროექტის შექმნას. კვლევის საგანს წარმოადგენდნენ შემდეგი გეოგრაფიული ობიექტები:
 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - მაჭახელას ხეობა;
 ქედის მუნიციპალიტეტი - სოფ.გობრონეთი, სოფ.მერისი, სოფ.გეგელიძეები, სოფ.საღორეთი (სოფ.1 მაისი), სოფ.ვაიო;
 შუახევის მუნიციპალიტეტი - სოფ.ნიგაზეული, სოფ.გომარდული;
 ქობულეთის მუნიციპალიტეტი - სოფ.ჩაისუბანი, სოფ. სახალვაშო, სოფ.ჩაქვისთავი;
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა კვლევის არეალში არსებული ტურისტული ინფორმაციის თავმოყრა და სავარაუდო მარშრუტების იდენტიფიცირება კამერალური სამუშაოების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე, მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ექსპედიციების განხორციელება ყველა პოტენციურ ტურისტულ მარშრუტზე. ექსპედიციებისას მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგად, შეირჩა სხვადასხვა თემატიკის ათი ტურისტული მარშრუტი (საფეხმავლო , ველო, ცხენი, მსუბუქი ავტომობილი, 4X4). ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა 2013 წელს მარკირებული ეკო მარშრუტების ირგვლივ მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი ერთგვარი გავრცობა.
საბოლოოდ კვლევის შედეგად:
• იდენფიცირებულ იქნა კვლევის არეალში ყველა შესაძლო ტურისტული მარშრუტი(არსებული ნიშნულების სისტემის გათვალისწინებით).
• აღიწერა მარშრუტებზე არსებული ტურისტული ობიექტები (ჩანჩქერები, კვების და ღამისთევის ობიექტები, საკემპინგე თუ საპიკნიკე ადგილები, სასმელი წყლის პუნქტები, ცეცხლის დასანთები ადგილები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა.)
• დადგინდა ტურისტული მარშრუტების ოპტიმალური სვლა-გეზი (კილომეტრაჟის და ხანგრძლივობის მითითებით) და მოხდა ბილიკების დივერსიფიკაცია;
• მარშრუტები კატეგორიზდა სირთულისა და ხანგრძლივობის მიხედივთ. ასევე, დამუშავებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია მარშრუტებზე გადაადგილების საშუალებების (ცხენი, ავტომობილის ტიპი,ველოსიპედი) და მარშრუტის დასაფარად საჭირო დროის შესახებ.
• თითოეული მარშრუტი აღიწერა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (მარშრუტების ტექსტი 2 ენაზე - ინგლისური, ქართული).
• ყველა მარშრუტისთვის აღებულ იქნა GPშ კოორდინატები და მითითებულ ქინა სიმაღლური პროფილი (სიმაღლე ზღვის დონიდან).
• გადაღებულ იქნა მარშრუტების და მასში შემავალი ობიექტების ამსახველი ფოტო მასალა
• კვლევის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი შენიშვნების, მოსაზრებების და რჩევების საფუძველზე (ადგილზე ტურისული პროდუქტების განვითარების კუთხით) მომზადდა დაინტერესებული მხარეების (სტაკეჰოლდერს) ანალიზი.
• კვლევის არელაში აღწერილ არცერთ მარშრუტზე არ გამოიკვეთა რაიმე სახის რეკომენდაცია მათი ინფრასტრუქტურული აღჭურვის საჭიროების შესახებ.
• დამკვეთთან შეთანხმებით მომზადდა მარშრუტების სადემონსტრაციო დაფებისა (ყველა კონკრეტული მარშრუტისათვის) და მანიშნებლების შესაბამისი ნახაზები თავისი მოცულობებითა და შინაარსით
• განისაზღვრა დაფებისა და ნიშნულების განთავსების კოორდინატები და სადემონსტრაციო დაფაზე დასატანი ინფორმაციის მოცულობა და შინაარსი. 

პროექტის განხორციელების პერიოდი:07-08/2014

პროექტის ბიუჯეტი: 10 000 GEL