ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

შიდა და ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ  სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ დაკვეთით განახორციელა პროექტი „ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების ტურისტული პოტენციალის კვლევა“. კვლევის საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის ტურისტული ობიექტები.
წინასწარი მოსამზადებელი ეტაპისა და საველე გასვლების პერიოდში მოძიებული მასლაების საფუძველზე, თითოეული ობიექტისთვის დამუშავდა საბოლოო კითხვარი, რომელშიც გათვალსიწინებულ იქნა ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციები ტურიზმის, არქეოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კუთხით. ასევე შესწავლილ იქნა ძირითად შემომყვან ტურ–ოპერატორთა საკვლევ რეგიოენბში არსებული ტურისტული მარშრუტები, პრიორიტეტულ ღირშესანიშნაობათა განსაზღვრის მიზნით. 
მოკვლევის შედეგად რეგიონში სულ აღწერილი და შესწავლილი იქნა 800-მდე ობიექტი.
უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი ობიექტების ძირითად ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა ისტორიულ–არქიტექტურულ ძეგლებზე მოდის. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტების ნაწილი ამჟამად პრაქტიკულად აღარ არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ნაწილი ძალზედ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვა, ან მცირე ნანგრევი. ბუნების ძეგლების შემთხვევაში კი , გამოკვლეული ტბებიდან მრავალი მათგანი სრულად დაჭაობებულია.

პროექტის განხორციელების პერიოდი:09-12/2014

პროექტის ბიუჯეტი: 44 000 GEL