ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი კახეთის რეგიონში ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარების კუთხით. 
პროექტის მიზანის წარმოადგენდა ადგილზე ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის ისეთი თანამედროვე საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მარკეტინგული არხების გამოყენების სწავლება, როგორიცაა: booking.com, TripAdvisor, Airbnb.com; ელექტრონული გადახდის სისტემები PayPal, Yandex money. 
პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდების ცოდნისა და ენერგიის წარმართვას საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. საწყის ეტაპზე სტუდენტები მოამზადეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელ.მარკეტინგის და ელ.კომერციის სპეციალისტებმა, შემდგომში ადგილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები კი შეირჩნენ კახეთის სამი მუნიციპალიტეტიდან, ხოლო მოხალისეები (სტუდენტები) საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მარკეტინგის, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობებიდან. 

პროექტის განხორციელების პერიოდი:04-07/2017

პროექტის ბიუჯეტი: 33 600 GEL