ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

შიდა და ქვემო ქართლის საფეხმავლო მარშრუტების კვლევა

პროექტი განხორციელდა  „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” მიერ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის დაფინანსებით.

2017 წლის 18 მაისიდან 10 სექტმებრის ჩათვლით ჩატარდა ექსპედიციები, რომელიც მიზნად ისახავდა შიდა და ქვემო ქართლის მხარეში წინასწარ შერჩეული 62 სამთო–საფეხმავლო, ასევე რეგიონში არსებული ტურისტულად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კურორტებისა და საკურორტე ადგილების მიმდებარედ დამატებით მინიმუმ 2 პოტენციური ერთდღიანი, ნახევარ დღიანი და 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტების კვლევას. შეგროვილი მასალების საფუძველზე მომზადდა მარკირების პროექტი, ასევე თითოეული მარშრუტის, მუნიციპალიტეტის და რეგიონის რუკები. პროექტის ფარგლებში განხორცილდა შემდეგი მარშრუტების აღწერა:

კლდეკარი - რკონი - დიდი იკვი - პატარა იკვი - ჭყოპიანი - დრისის ციხე

რკონი - გოსტიბე

რკონი - საორბისი - ხოვლე - უფლისციხე

რკონი - ნათლისმცემელი - დიდთავი - ლული - ფელი

ფელი - რაზმითის ქედი

ლული - რაზმითის ქედი

ჭანჭახი - რაზმითის ქედი

რაზმითის ქედი - ურიული - ველები - გარდატენი - ატენი

რაზმითის ქედი - თხილნარი - ზემო ბოშური - ლევიტანა - ჯამჯამა

რაზმითის ქედი - თხლინარი - წერეთი - ოქიანი - ჩივთქილისა - ბეშთაშენი

ჭყოპიანი - დრისის ციხე

ქვათახევი - თავკავთა - საკურთხისი - დიდგორის მონუმენტი - ქვემო ნიჩბისი

სოფ. დიდგორი - დიდგორის მონასტერი

ქვემო ნიჩბისი - ნიჩბისის ციხე - უმზეურას ტაძარი

სოფ. თელოვანი - ჭილის ტბა

ჭილის ტბა - დიდგორი

დიდგორი - დიღმურას ხეობა - ძველი ვეძისი

სოფ. ლევიტანა - ჯამჯამა - აბუხალო

ჯამჯამა - გუჯარეთი

ატენის სიონი - დანახვისის წმ. გიორგი - ნათლისმცემელი

ატენის სიონი - წეროსხევის მონასტერი

ატენის სიონი - დრე - ხოვლე

დიდი ატენი - დამჩქერის ხეობა

ნადარბაზევის ტბა - კვერნაკის ქედი - ზეგარდი

კვერნაქის ქედი - არსენას გამოქვაბულები - თეთრახევის მონასტერი

კვერნაქის ქედი - უფლისციხე

სოფ. კოშკები - ბნელეთის ღვთისმშობელი

კოდისწყაროს ტბა - ღორინამკალი

ღორინამკალი - ნეძვის აღკვეთილი

ტბეთი - ბატეთის ტბა

სარკის მონასტერი - ყინწვისის მონასტერი

ლევიტანა - აბუხალო - ბატეთის ტბა

სურამი - ბეკამი - ქვიშხეთი - მთაწმინდა

ულუმბოს მონასტერი - ჭერათხევი - ჭალოვანი

ციხისძირი - თხოთის მთა

ქვემო ნიჩბისი - ხეკორძი აბულეთის ნამოსახლარი

სოფ. ტანძია - ფიტარეთი - მენკალისი

კოჯორი - კაბენის მონასტერი - ასურეთი

კიკეთი - კაბენი - ღოუბანი

სოფ. სამშვილდე - სამშვილდის ნაქალაქარი - პირღებული - ტანძია - ფიტარეთი

ბედიანი - ხრამის ხეობა - ფიტარეთი - ხულუთის ციხე - ტანძია - სამშვილდე

ახალდაბა  - ბეთანია

გუდარეხი - ქსოვრეთი

გოხნარის ტბა - მანგლისი

ბევრეთი - დიდგორის მემორიალი

ლისის ტბა - ტაბარუკი - დიდგორის მემორიალი

კოჯორი - უძოს მონასტერი

კუს ტბა - მთაწმინდა

ტბისი - ბირთვისი - ფარცხისი

ფოლადაურის ხეობა - თამარის ხიდი

პანტიანი - განძანი

წერაქვი - პატარა დარბაზი

მანგლისი - გუდალეთი - ეზატი

სოფ. დიდგორი - ჭილის ტბა - თელოვანი

ლისის ტბა - ძველი ვეძისი - დიღმურას ხეობა

სოფ. კლდეისი - ხორხების საყინულე - გედენის ქედი - გოხნარის ლოდოვანი

კლდეკარი - მანგლისი

შაუმიანი (ბინაძორი) - წერაქვი - გორული -ოფრეთი - ულიანოვკა - ფოლადაურის ხეობა

წოფი - სიონი - ყუდრო - მამხუთი

გოხნარი - ბედენის მთა - გუდარეხი

ამასთან, პროექტის ფარგლებში  წინასწარი კამერალური სამუშაოების და საველე გასვლების შედეგად გამოკვლეული იქნა კვლევის არეალში არსებული ყველა კურორტისა და საკურორტე ადგილის მიმდებარედ დამატებითი  პერსპექტიული ერთდღიანი, ნახევარ დღიანი და 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტები. რის შედეგადაც კურორტების და საკურორტე ადგილების გარშემო -  გორიჯვარი, სურამი, ხცისი, ტყემლოვანი, ამამლო, წალკა, თეთრიწყარო, კუმისი, ბიისი იდენტიფიცირებული იქნა  ერთდღიანი მარშრუტები:

ჩხიკვთის სამების მარშრუტი

გორიჯვარის მარშრუტი

წალკა - დაშბაში

ხცისი - ნათლისმცემლის მონასტერი

ამამლო - მამიშლო

სურამი - ბიჯნისი

ტყემლოვანა - ქოზიფას მონასტერი

კუმისი - კუმისის კოშკი

ბიისი - ტამის ტბა