ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

პანკისის ხეობის საფეხმავლო მარშრუტების კვლევა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პანკისის ხეობის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებას და ამ მარშრუტების მარკირების პროექტის შექმნას.

დასახული ამოცანის შესასრულებლად, ასოციაციის თანამშრომლების მიერ, პირველ ეტაპზე მოხდა პანკისის ხეობაში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა და სავარაუდო მარშრუტების იდენტიფიცირება კამერალური სამუშაოების გზით. გარდა ამისა, ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე, მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ექსპედიციების განხორციელება ყველა პოტენციურ ტურისტულ მარშრუტზე. ექსპედიციებისას მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგად, გარდა წინასწარ შერჩეული 8 მარშრუტისა დამატებით შეირჩა ოთხი ტურისტული მარშრუტი. თითოეული მარშრუტისთვის მოხდა ოპტიმალური სვლა-გეზის დადგენა და ბილიკების დივერსიფიკაცია; მარშრუტზე არსებული ტურისტული ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა; მარშრუტებთან დაკავშირებული გეოინფორმაციული მასალის შექმნა; ფოტოების გადაღება; მარშრუტის აღწერა და მარშრუტის მარკირების პროექტის მომზადება.

პროექტის განხორციელების პერიოდი:08-11/2018

პროექტის ბიუჯეტი: 45 000GEL