ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

ევროპის ეკოტურიზმის V კონფერენციაზე რეგისტრაცია და აბსტრაქტების მიღება დაიწყო!

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით  2018 წლის 10-14 სექტემბერს თბილისში გაიმართება ევროპის ეკოტურიზმის V კონფერენცია. 

კონფერენციის პარტნიორია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი, მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. 

ამჟამად მიმდინარეობს კონფერენციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია და მონაწილეთა თემების აბსტრაქტების მიღება. 

კონფერენციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:EuroEco2018

ხოლო კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაციის გარდა, გამოაგზავნეთ თქვენი საკონფერენციო თემის აბსტრაქტი მითითებულ  ელ-ფოსტაზე: [email protected]