ქართ
eng

Georgian Ecotourism Assotiation

უფრო ახლოს ბუნებასთან

ჩვენი გუნდი



ილია ოქრომელიძე
აღმასრულებელი დირექტორი
გეოეკოლოგი, გეოგრაფიის მაგისტრი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მუშაობდა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში ინსტრუქტორის და მენეჯერის თანამდებობებზე. ხელმძღვანელობდა გიდების გადამზადების კურსებს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. განხორციელებული აქვს კვლევები ეკოტურიზმის, სპელეოტურიზმის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის მიმართულებით. არის კონსულტანტი ეკოლოგიური მენჯმენტის საკითხებში (ISO 14001) და საქართველოს დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მისი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემებში.


ნინო მარჯანიძე
პროგრამების ხელმძღვანელი
ტურიზმის სპეციალისტი, გეოგრაფიის მაგისტრი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროგრამების მენეჯერი. ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტში. მუშაობდა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში მენეჯერის თანამდებობებზე. უძღვება სალექციო კურსს ტურიზმის გეოგრაფიაში. აქვს გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობის და რუკების შედგენის გამოცდილება. მონაწილეობდა კახეთი რეგიონალური განვითარების პროექტში, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ მრავალ კონფერენციაში.


ნატა რობიტაშვილი
საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი
ტურიზმისა და კულტურის მენეჯერი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი. ასწავლიდა ტურიზმის მენეჯმენტს პროფესიულ სასწავლებელში ,,მასკი’’. ამჟამად ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურისტული პროდუქტის შექმნას.


მანუჩარ მოდებაძე
გამგეობის წევრი
კლიმატოლოგი, გეოგრაფიის მაგისტრი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ადმინისტრაციის მენეჯერი. მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, მარკეტიგნის მენეჯერის თანამდებობებზე. იყო თბილისის მერიაში ეკოლოგიის და გარემოსდაცვით საკითხებში განყოფილების უფროსის კონსულტანტი. ხელმძღვანელობდა გიდების გადამზადების კურსებს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღემდე მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გამწვანების სამსახურში. სხვადასხვა დროს განხორციელებული აქვს ახლაგაზრდული შემეცნებით–გასართობი ღონისძიებები და პროექტები.


ნატალია ბახტაძე-ენგლანდერი
კონსულტანტი
ტურიზმის სპეციალისტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი ასოციაციის მართვის საკითხებში. მუშაობდა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) პროექტის უმცროს მენეჯრად. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურისტული პროდუქტის გნვითარების მენეჯრად. პროექტის კოორდინატორად კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელში. რამდენიმე ტურისტულ კომპანიაში სხვდასხვა პოზიციაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რეგიომალურ დონეზე განხორციელებულ პროექტებსა და კონფერენციებში.
ჩვენი გუნდი
წესდება
სტრატეგია
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია