ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს ბუნებისა და კულტურის დაცვაზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებას.
ტურისტული პროდუქტი – არის კომბინაცია იმის, რასაც ტურისტები აკეთებენ და მომსახურებები, როლებსაც ისინი იყენებენ. ანუ ყველაფერი, რაშიც ტურისტი იხდის ფულს, ტურისტული პროდუქტია. ისეთ ტურისტულად აქტიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ასეთი პროდუქტები მრავლადაა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი ხარისხი სტანდარტების შესაბამისია ან სწორედ წარმოჩენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე.იმისთვის რომ საქართველოში ტურიზმის სექტორი აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს, მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტის კომპლექსური განვითარება, საწყისი ეტაპიდანვე, სწორი მომხმარებლის მოსაზიდად. გამომიდნარე იქიდან, რომ ეკოტურიზმი ტურზიმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახეობაა, საკამოდ მაღალშემოსავლიანი და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობას. რაც აუმჯობესებს ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ამაღლებს ცნობიერებას გარემოსა და კულტურული მემკვიდროების დაცვის მნიშვნელობაზე, აგრეთვე ანვითარებს რეგიონალურ ტრანსსასაზღვრო ეკოტურისტულ ქსელს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები: