მეწარმეების კონსულტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქტის განვითარების ხელშესაწყობად, გრანტების მოსაპოვებლად და ტრენინგ მოდულებში ჩასართავად.
ეკოტურიზმში ერთ-ერთი მთავარი რგოლი ადგილობრივი თემია. აუცლიებელია ტურისტული საქმიანობა მათთვის სარგებლის მომტანი იყოს. შესაბამისად უმნიშვნელოვანესია ადგილობრივთა ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას ტურისტულ საქმიანობაში და მათი სახით მცირე და საშუალო მეწარმეების გაჩენას. სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება მცირე მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კონსულტაციას უწევს პროდუქტის განვითარების და გრანტების მოპოვების შესახებ. გარდა ამისა მათ შესაძლებლობას აძლევს გაწევრიანდნენ ჩვენს ორგანიზაციაში, რაც გულისმხობ ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას, აგრეთვე პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში დახმარებას.
არსებული გამოცდილება მოწმობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა ტურისტული ადგილის წარმატებისთვის და გვიხარია, რომ ბევრ მათგანს დავეხმარეთ დაეწყო საქმე, რომლითაც მიირებდა პირად სარგებელს და საკუთარი თემის უნიკალურ რესურსებსაც წარმოაჩენდა.