საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ ააიპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით, ტანის ხეობაში არსებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: ეკოტურისტული პროდუქციის განვითარება და მდგრადი მართვა დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ თემში.
ტრენინგი მიზნად ისახავდა იმ რეგულაციებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობას, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე და მის შემოგარენში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლმა, ნატო რობიტაშვილმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკოტურიზმის სამი ძირითადი მიმართულება კონსერვაცია, ადგილობრივი თემი და პასუხისმგებლიანი მოგზაურობა.
მან ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო რეკომენდაციები თუ როგორ არის შესაძლებელი თემზე და ბუნებაზე დაფუძნებული ინტერპრეტირებული ტურების დაგეგმვა – წინამძღოლობა.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.