ისტორია

ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (ინგლისურად: Georgian Ecotourism Association, წარსულში – ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი) წარმოადგენს რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

2012 წელს

ორგანიზაცია იურიდიულად დავარეგისტრეთ სახელწოდებით: “ეკოლოგიური ტურზიმის განვითარების ცენტრი“.

2013 წლის

აპრილიდან შევუერთდით „ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების კოლექტივს (სგს)„.
მაისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-ში შექმნილი ბუნების ძეგლების შემსწავლელი კომისიას; ხოლო ამავე წლის ივლისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-სთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს; 

2015 წლის 1 ივლისიდან

ორგანიზაციას გადავარქვით სახელი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ვუწოდეთ. ა(ა)იპ ”საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის” ძირითად საქმიანობად ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა  დავისახეთ მიზნად, ამის მისაღწევად კი არა ერთ პროექტი განვახორციელეთ, ასევე ვთანამშრომლობთ, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონის ორგანიზაციებთან

2019 წლიდან

ვართ  მდგრადი ტურიზმის გლობალური საბჭოს (GSTC) წევრი  ორგანიზაცია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ  და ვცდილობთ  განვითარებული ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის საქართველოში დანერგვას, ჩვენი წევრების განვითარებაზე ზრუნვას და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას.