გაიცანით ჩვენი გუნდი

ილია ოქრომელიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ილია ოქრომელიძე საქართველო ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ილია არის გეოეკოლოგიის მაგისტრი და ISO 14001 სტანდარტის დამოუკიდებელი ექსპერტი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმისა და გარემოსდაცვით სფეროში. იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში, მისი კვლევები გამოქვეყნებულია რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალში. ილია ოქრომელიძე ასევე არის ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკონსულტაციო საბჭოს წევრი და საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელოს ავტორი

ნატალია ბახტაძე ენგლენდერი

გამგეობის თავმჯდომარე

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, 30 წლიანი  გამოცდილებით ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით და ასევე მრავალწახნაგოვანი განათლებით, ისეთი როგორიც არის ტურიზმის მდგრადი განვითარება, არასამთავრობო სექტორის ორგანიზება და ა.შ. ნატალია ბახტაძე ენგლენდერი ორგანიზაციის დაფუძნების დღიდანვე ასოციაციის გუნდის წევრია. მისი ძირითადი კომპეტენცია და როლი ორგანიზაციის და მიმართულების სტრატეგიული განვითარებაა, აგრეთვე ტურისტული ადგილების შექმნა, მართვა და განვითარებაა. როგორც პრაქტიკული ასევე აკადემიური საფუძველი მისთვის ძლიერი ინსტრუმენტია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ნინო არაბული
პროექტების მენეჯერი

ნინო არაბული საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების მენეჯერი. არის ტურიზმის სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი  (ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი). მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ტურიზმის, პროექტების მართვისა და ღონისძიებათა მენეჯმენტის სფეროში. ნინო აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. იგი მუშაობდა ტურიზმის კონსულტანტად სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის რეგიონული განვითარების, დაცული ტერიტორიების მართვისა და თემზე დაფუძნებული ტურიზმის მიმართულებით. ნინო არაბული არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ღონისძიებათა მენეჯმენტის სასწავლო კურსს.

 

 

მარიამ ქვრივიშვილი

პროექტებისა და კომუნიკაციების კოორდინატორი

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტებისა და კომუნიკაციების კოორდინატორი. მარიამს დამთავრებული აქვს ტურიზმის ფაკულტეტი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან აქვს სპეციალიზებული განათლება მდგრადი ტურიზმისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. იგი მონაწილეობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის ინფორმაციის შეგროვებაში, დამუშავებაში და კომუნიკაციის პროცესებში. იგი აქტიურად მუშაობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციისა და ორგანიზაციის პროექტების ოპერაციულ მხარდაჭერაზე. მისი საქმიანობა მოიცავს საველე კვლევებში მონაწილეობას, ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების მომზადებას, ასევე ეკოტურისტული ინიციატივების ყოველდღიურ კოორდინაციას.

ქეთევან ცომაია

კომუნიკაციისა და საველე საქმიანობის კოორიდნატორი

ქეთევან ცომაია საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კომუნიკაციის და საველე საქმიანობის კოორდინატორი. იგი არის ტურიზმის ბაკალავრი (ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი) და აქვს სპეციალიზებული განათლება მდგრადი ტურიზმისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. იგი მონაწილეობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის ინფორმაციის შეგროვებაში, დამუშავებაში და კომუნიკაციის პროცესებში. ქეთევანი აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, სოცმედია კომუნიკაციაში, საველე გასვლებსა და ეკოტურისტული მარშრუტების მხარდაჭერაში. მას გამოარჩევს ორგანიზაციული უნარები, გუნდური მუშაობის გამოცდილება და ანალიტიკური აზროვნება. 

ნატო რობიტაშვილი

გამგეობის წევრი

ნატო რობიტაშვილი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის გამგეობის წევრი. აქვს ტურიზმში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დაცული აქვს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი კულტურის მენეჯმენტში. 2011 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში. 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს “ტურისტული პროდუქტის განვითარება” და “ტურიზმის მდგრადი განვითარება”.

ნინო თიგიშვილი

გამგეობის წევრი

ნინო თიგიშვილი არის ტურიზმის მაგისტრი. მას დიდი გამოცდილება აქვს სხვადსხავა მიმართულების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. გარდა პროექტების ორგანიზებისა მას გამოცდილება აქვეს ტურიზმის ციფრული პლატფორმებისა და სოც. მედიის მართვის, ასევე ინფრომაციის ინტერპრეტაციის კუთხით. ნინო მოღვაწეობს აკადემიურ სფეროშიც, იგი 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მოწვეული ლექტორი. მას ფართო გამოცდილება აქვს  მცირე და საშუალო მეწარმეების მენტორინგის და მოწყვლად ჯგუფებთან (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები) მუშაობის მიმართულებით. პარალელურად იგი მართავს მცირე საოჯახო ბიზნესს „თიგის სახლი“.

ქეთევან ნინიძე

გამგეობის წევრი

ქეთევან ნინიძე არის ჟურნალისტი, ღვინის მწერალი და მეღვინე. მას აქვს აკადემიური გამოცდილება ლიტერატურის სფეროში და წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ლიტერატურის ინსტიტუტსა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის ღვინის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და ლიტერატურისა და ღვინის თემატიკაზე გამოცემული რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი. ქეთევან ნინიძე პარალელურად მართავს საკუთარ ვენახებსა და მეღვინეობას. 2018 წელს იგი დასახელდა „წლის ფერმერ ქალად“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფერმერთა ასოციაციის მიერ.

თეიმურაზ პოპიაშვილი

გამგეობის წევრი

თეიმურაზ (თემო) პოპიაშვილი არის ბუნების ფოტოგრაფი და პროფესიონალი გიდი, დაბადებული და გაზრდილი დედოფლისწყაროში. განათლებით არის გეოგრაფი და კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნა ბიომრავალფეროვნების კვლევასა და ბუნების დაცვის საკითხებს.

მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომლის ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას იგი ფოტოგრაფიისა და გიდობის საშუალებით ეწევა. 2023 წლიდან იგი სრულად არის ჩართული პროფესიონალურ გიდობაში და ტურებზე საკუთარ კვლევით გამოცდილებას იყენებს.