ტენდერი - ტურისტული მარშრუტების ინფრასტრუქტურის მოწყობა
ა (ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია აცხადებს ტენდერს ტურისტული მარშრუტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ახმეტის, თიანეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ველო და საფეხმავლო მარშრუტებისთვის (სულ 3 მარშრუტი) საინფორმაციო და მანიშნებელი დაფებისა და საინტერპრეტაციო კონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი.
მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი საინტერპრეტაციო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვისა და მოწყობის გამოცდილება.
წინადადების წარდგენა: წინადადებები გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ “მწვანე მარშრუტები”. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა – 2025 წლის 12 მაისი, 18:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას.