დასრულდა ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსი ჯავახეთში

ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსი დასრულდა, დაკსვნითი ღონისძიება ახალციხეში, რაბათის ციხეში გაიმართა, სადაც მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. 
 
ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის ელჩი, რომელიც პირადად შეხვდა ფრინველებზე დაკვირვების გიდების მოსამზადებელი კურსის მონაწილეებს და თავად გადასცა სერტიფიკატები. კურსის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შერჩეულმა გიდებმა შეისწავლეს ეკოტურიზმის საფუძვლები, განიხილეს ქართული ფრინველების მარშრუტები და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები გამოცდილი ტრენერებისგან, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ტურები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
 
ტრენინგები USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელდა.