ევროპის ეკოტურიზმის კონფერენცია 2018

 

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 10-14 სექტემბერს თბილისში გაიმართა ევროპის ეკოტურიზმის V კონფერენცია.

კონფერენციის საშუალებით  ეკოტურიზმით დაინტერესებულ მხარეების  – მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, პრაქტიკოსებს ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ მიეცათ საშუალება  წარმოედგინათ თავიანთი კვლევის შედეგები, ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების ხედვები და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება.

სამდღიანი კონფერენცია მოიცავდა სესიებს და დისკუსიებს  ეკოტურიზმის როგორც სიღარიბის დაძლევის საუკეთესო საშუალების,   ეკოტურიზმისა და ტურიზმის მენეჯერების განათლების, ტრანსსასაზღვრო ბილიკების და თანამშრომლობის, დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების და ევროპული ეკოტურიზმის შესახებ.

კონფერენციის მთავარი პარტნიორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილისის მერია, GEN, GIZ, WWF, TJS, KFW

Gallery