საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ქედის ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით და ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, განახორციელა საფეხმავლო გამყოლის ტრენინგ კურსი.
ტრენინგ მოდული მოიცავდა საფეხმავლო გამყოლისთვის აუცილებელ თემატიკებს – გამყოლის პროფესია და უნარები, მარშრუტის დაგეგმვა და გაძღოლა, უსაფრთხოება ბუნებაში მოგზაურობისას და სხვ. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც სადაც მონაწილეები გაეცნენ საველე აღჭურვილობას და მისი მოხმარების წესებს.
8 აპრილს, ტრენინგი დაიწყო თემით – ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება და შემოსავლის ზრდა ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური გამოყენების გზით. ტრენინგზე განხილული იყო ეკოტურიზმის, განსაკუთრებით კი – ტყის ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებები, ასევე, ქალების როლი და შესაძლებლობები ეკოტურისტული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.
გაეცანით ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგ კურსს ჩვენი ასოციაციის მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.