დასრულდა ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსის თეორიული ნაწილი, რომელიც მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში, 24-28 ივნისს.
მონაწილეები გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვების პრინციპებს, ჯავახეთში მობუდარი და გადამფრენი ფრინველების სახეოებებს, ეკოტურიზმის არსსა და ეკოტურიზმის გიდისათვის საჭირო უნარებს, ასევე უსაფრთხოების პრინციპებს ბუნებრივ გარემოში.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ორნითოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურა ჯავახიშვილი, ეკოტურს ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი რაჯებაშვილი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების მენეჯერი ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილია ოქრომელიძე. ტრენინგის თეორიული ნაწილი ჯამში 19 ადამიანმა გაიარა. პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება აგვისტოს ბოლოს, უშუალოდ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე 5 დღის განმავლობაში.
პროექტი ხორციელდება USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით.