საქართველო ევროპის გრინვეის რუკაზე

ოფიციალურად – საქართველო ევროპული მწვანე მარშრუტების ქსელის ნაწილი გახდა, რომელიც აერთიანებს: უსაფრთხო და ხელმისაწვდომ მწვანე მარშრუტებს, მდგრად ტრანსპორტს და რბილ მობილობას, ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივი თემებისა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერას.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ევროპული გამოცდილება ეტაპობრივად და კიდევ უფრო ფართოდ დავნერგოთ საქართველოში ეკოტურისტული და ველო-მარშრუტების განვითარებით, საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებით, პარტნიორობით და ცოდნის გადაცემით.

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა მწვანე მარშრუტებმა მიიღეს ჟიურის განსაკუთრებული აღიარება (Special Mention) ევროპის მწვანე მარშრუტების მე-12 დაჯილდოებაზე — 12th European Greenways Award 2025, რომელიც გაიმართა Abanto-Zierbena-ში, ბასკეთის რეგიონში, ესპანეთში 🇪🇸

🏅🏅აღიარება მიენიჭა ჩვენს ორ კანდიდატურას — ახმეტისა და თიანეთის მწვანე მარშრუტებს — იმ გამორჩეული მიდგომისთვის, რომელიც გულისხმობდა ევროპული მწვანე მარშრუტების კონცეფციის ადაპტირებას ადგილობრივ ქართულ პირობებთან.

🌍 European Greenways Award არის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას უწევს European Greenways Association (EGWA) — ევროპული ქსელი, აჯილდოებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხო, მდგრად და მწვანე ტურისტული პროდუქტების განვითარებას.

ეს აღიარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან იკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ მწვანე ტურიზმის რუკაზე 💚

📸 იხილეთ მეტი EGWA-ს ოფიციალურ გვერდზე

საქართველოში არსებულ მწვანე მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ greenways.ge