საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ქეა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მიმდინარე პროექტის – “ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიცირება აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარების გზით მესტიის მუნიციპალიტეტში”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მეორე კომპონენტის პირველი ეტაპი, კერძოდ, 21-24 ივნისს ჩატარდა საველე კვლევა მესტიის მუნიციპალიტეტის ორ შერჩეულ თემში – წვირმი და იფარი. საველე კვლევას ხელმძღვანელობდა ტურიზმის ექსპერტი ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი.
საველე კვლევაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების კოორდინატორი გიორგი დაქუზაშვილი და მესტიის ტურიზმის დანიშნულების ადგილის თანამშრომელი ზაურ ჩართოლანი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გაუწია პროექტს აღნიშნული კომპონენტის განხორციელების ფაზაში.
საველე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამიზნე თემებში არსებული ზოგადი სიტუაციის შეფასება ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით და ადგილზე არსებული პოტენციალის გამოკვეთა მდგრადი აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განსავითარებლად. კვლევის ეტაპზე სულ შეფასდა 30 ობიექტი. 11 წვირმის და 22 იფარის თემში. პროექტის ფარგელბში, მომდევნო ანალოგიური აქტივობა განხორციელდება ჭუბერისა და ნაკრას თემში.