ქცია-ტაბაწყურის დაცული ტერიტორიების მდგრადობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების გზით

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ხელშეწყობით კიდევ ერთი პროექტი: „ქცია-ტაბაწყურის დაცული ტერიტორიების მდგრადობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების გზით“ განახორციელა.
 
პროექტის ფარგლებში:
  • მოხდა ტაბაწყურის თემში არსებული და პონტეციური ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება;
  • შეფასდა ადგილობრივი თემის როლი და გავლენა გარემოზე ზემოქმედების პროცესში;
  • მეორეულ და პირველად კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა გარესმოდაცვით და ტურიზმთან დაკავშირებული ტრენინგ მოდულები;
  • ჩატარდა 3 დღიანი ონლაინ ტრენინგი მოსწავალეებთან, ხოლო 4 დღიანი, „ოფლაინ“ ტრენინგი – ტაბაწყურის თემის წარმომადგენლებთან გარემოსდაცვითი საკითხებისა და ტურიზმის შესახებ;
  • იდენტიფიცირდა 6 ტურისტული მომსახურების მომწოდებელი, რომლებსაც გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაცია ტურისტული პროდუქტების შექმნის პროცესში, ასევე გადაეცათ საქამიანობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობა;
  • თითოეული ტურისტული მომსახურების მომწოდებლისთვის შეიქმნა Facebook გვერდები, ლოგოები და სხვა ბრენდინგ ინსტრუმენტები;
  • იდენტიფიცირდა და რუკაზე აისახა 3 მარშრუტი, რომელთაგან ერთი მოეწყო მარკირების სტანდარტების მიხედვით, ასევე აღნიშნულზე განთავსდა 3 საინტერპრეტაციო დაფა იხვი „გარიელის“, ტაბაწყურის გამორჩეული ბინადარის შესახებ;
  • ჩატრადა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება – საინფორმაციო ტური, რომლის მეშვეობითაც ტურისტული კომპანიები გაეცნენ ჩვენი ბენეფიციარების საქმიანობას და ტაბაწყურის ტურიტულ რესურსებს, ასევე დაინტერესებული მხარეები – პროექტის შედეგებს.
 
მადლობას ვუხდით UNDP Georgiaს პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის და შესაძლებლობისთვის გვემუშავა ულამაზესი ტაბაწყურის განვითარებისთვის და დამატებითი ღირებულება შეგვექმნა მისთვის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილისთვის.
 
აქვე წარმატებას და ბევრ ვიზიტორს ვუსურვებთ ჩვენი პროექტის ბენეფიციარ ტურისტული მომსახურების მომწოდებლებს: Gata House Tabatskuri, Tabatskuri Lake House, Cheese house Tabatksuri, @Mane House Tabatskuri, Fish House EDO