‘’გურიის სტუმართმასპინძლობის მარშრუტი – გურიის ჩაის გზის’’ პროექტის ფარგლებში დასრულდა შეხვედრები პოტენციულ ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
ჯამში მოძიებულ იქნა 50-მდე მოქმედი ან პოტენციური ტურისტული ობიექტი, რომელთან ვიზიტის ფარგლებში შეფასდა ისინი, ჩატარდა ინტერვიუები და შეივსო ანკეტები არსებული ან პოტენციური ტურისტული ბიზნესის შესახებ. პროექტის შემდეგი ფაზა ითალისწინებს მოძიებულ ობიექტთაგან შეირჩეს 10 ობიექტი, რომელიც იქნება მარშრუტის ნაწილი სერვისის მიწოდების კუთხით, ხოლო დანარჩენი ობიექტები კლასტერულად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
პროექტი ხორციელდება USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და ჩაის ასოციაციის ხელშეწყობით.