გაიცანით ჩვენი გუნდი

ილია ოქრომელიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ილია ოქრომელიძე საქართველო ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ილია არის გეოეკოლოგიის მაგისტრი და ISO 14001 სტანდარტის დამოუკიდებელი ექსპერტი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმისა და გარემოსდაცვით სფეროში. იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში, მისი კვლევები გამოქვეყნებულია რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალში. ილია ოქრომელიძე ასევე არის ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკონსულტაციო საბჭოს წევრი და საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელოს ავტორი

ნატალია ბახტაძე ენგლენდერი

მრჩეველი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, 26 წელზე მეტი გამოცდილებით ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით და ასევე მრავალწახნაგოვანი განათლებით, ისეთი როგორიც არის ტურიზმის მდგრადი განვითარება, არასამთავრობო სექტორის ორგანიზება და ა.შ. ნატალია ბახტაძე ენგლენდერი ორგანიზაციის დაფუძნების დღიდანვე ასოციაციის გუნდის წევრია. მისი ძირითადი კომპეტენცია და როლი ორგანიზაციის და მიმართულების სტრატეგიული განვითარებაა, აგრეთვე ტურისტული ადგილების შექმნა, მართვა და განვითარებაა. როგორც პრაქტიკული ასევე აკადემიური საფუძველი მისთვის ძლიერი ინსტრუმენტია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ნატო რობიტაშვილი
პროგრამების მენეჯერი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროგრამების მენეჯერი. აქვს ტურიზმში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დაცული აქვს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, ხოლო მაგისტრის ხარისხი კულტურის მენეჯმენტში. 2011 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში. 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს “ტურისტული პროდუქტის განვითარება” და “ტურიზმის მდგრადი განვითარება”.

 

ნინო თიგიშვილი

პროექტების მენეჯერი

ადმინისტრირების, ტურიზმის ბაკლავარსა და მაგისტრის პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად კი სწავლობს აგრალურ უნივერიტეტში, აგრონომიის სამაგისტრო პროგრამაზე. ორგანიზაციაში მუშაობს 2018 წლიდან. ამ პერიოდში მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა სხვადსხავა მიმართულების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. გარდა პროექტების ორგანიზებისა მას გამოცდილება აქვეს ტურიზმის ციფრული პლატფორმებისა და სოც. მედიის მართვის, ასევე ინფრომაციის ინტერპრეტაციის კუთხით. ნინო მოღვაწეობს აკადემიურ სფეროშიც, იგი 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2021 წლიდან ატარებს „სოფლის ტურიზმის“ ტრენინგებს ტურიზმის ორგანიზაციაში. მას ასევე აქვს გამოცდილება მცირე და საშუალო მეწარმეების მენტორინგის და მოწყვლად ჯგუფებთან (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები) მუშაობის. პარალელურად იგი მართავს მცირე საოჯახო ბიზნესსაც.

თენგიზ ცერცვაძე
პროექტების კოორდინატორი

ორგანიზაციის თანაშრომელია 2018 წლიდან, პროფესიით ტურიზმის სპეციალისტი. აქტიურადაა ჩართული ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტებში, განსაკუთრებით საველე ექსპედიციებში და მარშრუტების მარკრიკება-მოკვლევაში. ფლობს ცოდნას სათავგადასასვლო ტურიზმის მიმართულებით, იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობებში. პროექტებში ჩართულია მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.  

გიორგი დაქუზაშვილი
პროექტების მენეჯერი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების მენეჯერი. გიორგი არის ტურიზმის სპეციალისტი, რომელიც 2018 წლიდან შემოუერთდა ასოციაციის გუნდს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მრავალი პროექტის განხორციელებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. გიორგი არის საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელებული გამორჩეული ინტერპრეტირებული მარშრუტების იდეის ავტორი და მათი სულის ჩამდგმელი. გიორგი საკუთარი კრეატიულობის და შრომისმოყვარეობის ხარჯზე  საქართველო ეკოტურისტულ ბაზარზე კიდევ მრავალი საინტერესო ეკოტურისტული პროდუქტის შექმნას გპირდებათ. 

ლამარა მალხასიან
პროექტების კოორდინატორი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების კოორდინატორი. აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ტურიზმში. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების დაცვის და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე. ლამარა ასოციაციის გუნდს შეუერთდდა 2019 წელს და დღემდე არაერთ პროექტში იყო ჩართული, როგორც პროექტის ასისტენტი და პროექტის კოორდინატორი. 2020 წლიდან ლამარა ჩაერთო CENN-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროექტში. გარდა ამისა აქვს ეკოტურიზმის, მეწარმეობის და სოციალური მეწარმეობის ტრენერობის და მენტორინგის გამოცდილება.
 

მარი დგებუაძე

პროექტების კოორდინატორი

მარიამი არის ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრი.  მას აქვს დიდი გამოცდილება საველე კვლევებში, კერძოდ მარშრუტების კვლევისა და თემთან მუშაობის კუთხით. მონაწილეობდა სხვადასხვა დაცული ტერიტორიების მარშრუტების ქსელის მოკვლევა-მარკირების პროექტებში. აღსანიშნავია მისი გამოცდილება ველოტურიზმის კუთხით, ჩატარებული აქვს ინფო ველოტურები საქართველოს გარშემო ევროპული სამოგზაურო ჟურნალებისთვის და უძღვება ტრენინგებს ველოტურიზმისა და ველო-მეგობრული სერვისების ორგანიზების შესახებ.