ახალი ღვინის ტურისტული მარშუტების ბრენდი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ პროექტის, „ მწვანე ტურიზმის პოპულარიზაცია ტვიშისა და ხვანჭკარის მიკროზონებში კომპლექსური ტურისტული პროდუქტების შექმნის გზით” ფარგლებში, ღვინის მიკროზონებისათვის შეიმუშავა ერთიანი „ქოლგა“ ბრენდი, რომელიც ითვალისწინებს მიკროზონების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ გამორჩეულობას და ინტერპრეტაციის მიდგომებს.
ბრენდი შემუშავებულია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
🔸️საერთო კონცეფციის იდეა – საქართველოს ღვინის მიკროზონების საფეხმავლო მარშრუტებისთვის ერთიანი ბრენდის შექმნა ცალკეული მიკროზონის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
🔸️მიზანი – ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ღვინის მიკროზონების ინდივიდუალური მახასიათებლების გამოკვეთა.

ხვანჭკარის ლოგოტიპის აღწერა:
▪️მთავარი ფონი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის გამორჩეულობას ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის გათვალისწინებით;
▪️ერთიანი ლოგოს დიზაინში ინტეგრირებულია ხვანჭკარის ღვინის ეტიკეტი;
▪️კომპოზიციის ფერები გადმოსცემს ალექსანდროულის ყურძნის ფერს;
▪️მარშრუტის დასახელება მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ტვიშის ლოგოს აღწერა:
▪️მთავარი ფონი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის გამორჩეულობას, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის გათვალისწინებით;
▪️ერთიანი ლოგოს დიზაინში ინტეგრირებულია იდუმალი ხვამლის მთა და ფერდობებზე შეფენილი ცოლიკაურის ვენახები;
▪️კომპოზიციის ფერები გადმოსცემს ცოლიკაურის ყურძნის ფერს;
▪️მარშრუტის დასახელება მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (SLOVAKAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები არიან:
Regionálna rozvojová agentúra Senec-Pezinok
Slovak-Georgian Chamber of Commerce
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration