სეა – GSTC წევრი 2018 წლიდან.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ კვლაავ გაანხანგრძლივა GSTC-ს წევრობა. ჩვენი ორგანიზაცია უკვე  6 წელია GSTC-ის წევრია, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს თავისი საქმიანობა კიდევ უფრო მდგრადი და ეფექტური გახადოს, აღმოფხვრას და თავიდან აიცილოს ნეგატიური გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების საფრთხეები. ასოციაცია მხარს უჭერს მისი წევრების მხრიდან GSTC-ის კრიტერიუმების ადაპტაციას თავიანთ საქმიანობაში, რათა შეინარჩუნონ მდგრადობა და შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება.

📍 Global Sustainable Tourism Council (GSTC) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს და მართავს მდგრადი მოგზაურობისა და ტურიზმის გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ცნობილია როგორც GSTC კრიტერიუმები.

📗 კრიტერიუმები წარმოადგენს გლობალურ საბაზისო სტანდარტებს ტურიზმის მდგრადობისთვის. ისინი გამოიყენება განათლებისა და ცნობიერების ასამაღლებლად, ბიზნესის და სახელმწიფო უწყებების პოლიტიკის შემუშავებისა და სხვა ტიპების ორგანიზაციებისთვის გაზომვის, შეფასებისა და სერტიფიცირების მიზნით.
კრიტერიუმები იყოფა ოთხ მთავარ მიმართულებად:
🔸მდგრადი მართვა;
🔸სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება;
🔸კულტურული ზემოქმედება;
🔸გარემოს მდგრადობა.

➡️ დამატებითი ინფორმაცია GSTC-ის საქმიანობისა და კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.gstcouncil.org/