საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ უამრავი ბილიკია გამოკვლეული, დაპროექტებული და ინფრასტრუქტურულად გამართული
ეკოტურიზმი დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების გარეშე წარმოუდგენელია. სალაშქრო ბილიკები, როგორც დაცულ ტერიტორიებზე ისე მის გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოტურისტული პროდუქტია. როგორც ყველა პროდუქტს სალაშქრო ბილიკებსაც სჭირდება ბრენდად ჩამოყალიბების ინსტრუმენტები (სახელი, ცნობადობა, შეფუთვა და ა.შ) და დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა უსაფრთხოებისათვის.
ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე საქართველოში სალაშქრო ბილიკების მარკირების სტანდარტების დანერგვისა. ასევე ერთ-ერთი მათგანი იმ უმცირესთაგან, ვისაც აქვს უფლება ამის განხორცილების.
ბილიკების მარკირება არ არის ესთეტიური სილამაზის ნაწილი, არამედ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ორიენტაციისა და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მარშუტზე. უსაფრთხოება კი მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ასვე მუდმივად ვეცნობით თანამედროვე სტანდარტებს და ვცდილობთ მათ დანერგვას სალაშქრო ბილიკების დასახვეწად, რადგან ჩვენი უმთავრესი მიზანი საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვაა, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია ბილიკების მოწყობის ღინისძიებენი ნაკლებ ზიანს აყენებდეს მას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები