პირველი გეოლოგიური მარშრუტი საქართველოში და კავკასიაში.
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ მდინარე ურაველის ხეობის გეოლოგიურ წარსულში, შეხვდეთ მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უამრავ საინტერესო გეოლოგიურ ფენომენს, რომლებიც წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევების, დედამიწის ქერქის მოძრაობის და სხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად არის წარმოქმნილი. ურაველის ხეობაში მოგზაურობისას მრავალ მინერალთან და სხვადასხვა სახეობის ქანთან ერთად შესაძლოა ათასობით წლის წინ აქ მობინადრე, ქანებში განამარხებული სხვადასხვა ცხოველის კვალსაც მიაგნოთ.შუა ეოცენის ეპოქაში ერუშეთის მთიანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტიური ვულკანიზმის შედეგად წამოსულმა ლავებმა და შემდგომ უკვე მდინარე ურავლის ეროზიულმა მოქმედებამ შექმნა გამორჩეული პეიზაჟები მთელი ხეობის გასწვრივ. გეომარშრუტზე მოგზაურობით თქვენ ნახავთ მრავალ მტკიცებულებას დინამიური ვულკანური პროცესების შესახებ, აქ თქვენ შევხდებით ბაზალტური შემადგენლობის ბალიშა ლავებს, ვულკანური ქანების ვერტიკალურ, დახრილ და სხივოსნური განაწევრების ძარღვებს, რომლებიც კვეთენ გარემომცველ ქანებს და გეოლოგიურად სიანტერესო სხვა მრავალ ფორმას.ხეობაში მოგზაურობისას ნათლად დაინახავთ რამდენად მძლავრად არის გამჯდარი ადგილობრივთა ყოფაში ხეობის გეოლოგიური თავისებურებები, რადგან გეოლოგიის კვალი აქ ყველა ნაბიჯზეა – საკულტო, ყოფით და თავდაცვით არქიტექტურაში, ზეპირ გადმოცემებში და სამზარეულოშიც კი.ხუთ კილომეტრამდე სიგრძის გეომარშრუტზე ყურადღება მიაქციეთ ხეობაში არსებულ საინტერპრეტაციო დაფებს, მათზე გამოსახული QR კოდების მეშვეობით კი, გაიგეთ უფრო მეტი კონკრეტული გეოლოგიური წარმონაქმნის შესახებ.ამასთან, არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ ხეობაში არსებულ ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ ობიექტებს, ისარგებლოთ მათი შეთავაზებებით და გაიმრავალფეროვნოთ მოგზაურობა. ხოლო თუ მოგზაურობას ხეობის სათავისკენ სოფლების შემდგომაც განაგრძობთ აუცილებლად აღმოჩნდებით ერუშეთის ეროვნულ პარკში, სადაც გამორჩეული ბიომრავალფეროვნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და დაგხვდებათ.
მარშრუტი მოეწყო პროექტის – „ურაველის ხეობის ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტურისტული პროდუქტები განვითარების გზით“ ფარგლებში. ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით.