მესტიის მუნიციპალიტეტში აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარება

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია იწყებს ახალ პროექტს მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხორციელდება პროგრამის – ENPARD III საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არაკომერციული ასოცოიაცია ქეა ავსტრია, ადგილობრივი მხარდამჭერი ორგანიზაცია კი მესტიის ლაგი.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული
შეთავაზებების დივერსიფიცირების ხელშეწყობა ახალი გასტრო და აგროტურისტული
პროდუქტების განვითარების გზით.

პროექტის მთავარი ამოცანებია:
1)დივერსიფიცირებული შეთავაზებების განვითარება ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის სრულყოფილად წარმოდგენის კუთხით მესტიის მუნიციპალიტეტში 2) მასობრივი ტურისტული ადგილების განტვირთვა და ეკონომიკური სარგებლის გენერირება მუნიციპალიტეტში ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ თემებში.

პროექტით გათვლიასიწინებული ძირითადი აქტივობებია:

  • გასტრონომიული და აგროტურისტული პოტენციალის იდენტიფიცირება მესტიის მუნიციპალიტეტის თემებში პირველადი და მეორეული კვლევების განხორციელების გზით;
  • კვლევებზე დაყრდნობით 4 ნაკლებად განვითარებული თემის შერჩევა არსებულ ტურისტულ პოტენციალზე დაყრდნობით;
  • აგროტურისტული და გასტრონომიული ტურისტულ პროდუქტების განვითარება სამიზნე თემებში;
  • ინფორმაციული ხელმისაწვდომობა განვითარებული ტურისტული პროდუქტების შესახებ (ჩართვა მობილ აპლიკაციაში „ბილიკი“ , განთავსება Google-ის რუკაზე, ჯავშნის ონლაინ პლატფორმებზე და სოციალურ ქსელებში);
  • ადგილობრივი თემის ცნობიერებს ამაღლება მდგრადი ტურისტული პროდუქტების განვითარების და მმართვის კუთხით (თეორიული ტრენინგების და ინდივიდუაური კონსულტაციების ჩატარება).

23.03.2022