გახდი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წევრი

წევრობა გაძლევს შესაძლებლობას, განავითარო შენი საქმიანობა, გააფართოო პროფესიული კავშირები და მონაწილეობა მიიღო საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებაში.

100 ₾

წლიური საწევრო

რას მიიღებ წევრობით?

შენი საქმიანობის პოპულარიზაცია

ინფორმაცია შენ შესახებ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში, ფოტოებითა და აღწერით.

პროფესიული განვითარება

წელიწადში ერთი უფასო ტრენინგი და სეა-ს სხვა ტრენინგებზე 20%-იანი ფასდაკლება.

ინდივიდუალური კონსულტაცია

წელიწადში ერთი უფასო ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაცია შენთვის მნიშვნელოვან საკითხზე: ფასწარმოქმნა, მენიუ, ტურისტული მარშრუტი, დაჯავშნის პლატფორმები, პოპულარიზაცია და სხვა.

წევრობის სერტიფიკატი და ლოგო

გამოიყენე წევრობის დასადასტურებლად ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

შენი ხმა სახელმწიფო უწყებებთან

ასოციაცია წევრების საერთო პრობლემებსა და საჭიროებებს შესაბამის უწყებებთან დააყენებს.

მონაწილეობა ასოციაციის მართვაში

ისარგებლე ხმის უფლებით წესდებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ახალი პარტნიორები

იპოვე თანამშრომლობის შესაძლებლობები სეა-ს წევრთა ქსელში.

განვითარების შესაძლებლობები

მიიღე ინფორმაცია საგრანტო პროგრამების, კონკურსებისა და სექტორული ღონისძიებების შესახებ.

როგორ გახდე წევრი?

✓
შეავსე ქვემოთ მოცემული მოკლე განაცხადი და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით.