ჯავახეთში ფრივნელებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსი მიმდინარეობს

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით Visit Samtskhe-Javakheti მიმდინარეობს პროექტი “ფრინველებზე დაკვირვების გიდების მოსამზადებელი კურსი”.
 
პროექტი ტარდება სამცხე-ჯავახეთში და მიზნად ისახავს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება/გადამზადებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტურიზმის აღნიშნული მიმართულების შესახებ;
 
ტრენინგი მოიცავს 10 სასწავლო დღეს და იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად. თეორიული ნაწილი ჩატარდა ივნისის 24-28 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს 29-02 სექტემბრის ჩათვლით ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე;
 
ტრენინგს უძღვებიან ორნითოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურა ჯავახიშვილი, ეკო ტურს ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი რაჯებაშვილი და ტურიზმის კონსულტანტი ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი.