ვიწყებთ ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსს ჯავახეთში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია სამცხე-ჯავახეთში ფრინველებზე დაკვირვების
გიდის მოსამზადებელ კურსს ჩაატარებს.

პროექტი “ფრინველებზე დაკვირვების გიდის ტრენინგ კურსის განვითარება და
მიწოდება” ხორციელდება USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს DAI.

პროექტის სამიზნე რეგიონი ამჯერად სამცხე-ჯავახეთია. ჯავახეთი ცნობილია როგორც
ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი დერეფანი, რომლის გავლითაც ყოველწლიურად
მრავალი ფრინველი იყენებს გადაადგილებისთვის თბილი ქვეყნებისკენ. ბოლო წლების
განმავლობაში ჯავახეთის დაცული ტერიტორიები და მის მიმდებარე არეალი
პოპულარული გახდა ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით.

პროექტის მიზანია რეგიონში გაჩნდეს ფრინველებზე დაკვირვების კვალიფიციური
გიდები, რომლებიც გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად ვიზიტორებს შესთავაზებენ
მაღალხარისხიან მომსახურებას.

სულ მალე გამოცხადდება მიღება ტრენინგში მონაწილეობისათვის, თვალი ადევნეთ
ჩვენს გვერდს, რათა არ გამოგრჩეთ შესავსები აპლიკაცია.

გაეცანით: აჭარაში ჩატარებული ფრინველებზე დაკვირვების გიდის ვიდეო კოლაჟს.