აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარება ჭუბერსა და ნაკრაში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ქეა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მიმდინარე პროექტის – “ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიცირება აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარების გზით მესტიის მუნიციპალიტეტში”.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მეორე კომპონენტის პირველი ეტაპი, კერძოდ, 9-11 ივლისს ჩატარდა საველე კვლევა მესტიის მუნიციპალიტეტის ორ თემში – ჭუბერსა და ნაკრაში. საველე კვლევას ხელმძღვანელობდა ტურიზმის ექსპერტი ილია ოქრომელიძე.

საველე კვლევაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების კოორდინატორი თენგიზ ცერცვაძე.

საველე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამიზნე თემებში არსებული ზოგადი სიტუაციის შეფასება ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით და ადგილზე არსებული პოტენციალის გამოკვეთა მდგრადი აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განსავითარებლად. კვლევის ეტაპზე სულ შეფასდა ორივე თემში ოცზე მეტი ობიექტი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამავე პროექტის ფარგელბში, წვირმისა და იფარის თემში განხორციელებული ანალოგიური აქტივობა.