“საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ მუშაობს პროექტზე „საქართველოში მწვანე მარშრუტების ქსელის შექმნა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ლანჩხუთის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში“, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, პროექტის “საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO.Georgia”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს: ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისთვის გამოცდილების შექმნას, ეკოტურიზმის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამი მწვანე მარშრუტი, რომელიც გახდება ევროპის მწვანე მარშრუტების ქსელის ნაწილი.
მარშრუტებისთვის შეიქმნა ვებგვერდი: https://greenways.ge/
პროექტის განხორციელების ვადები: 4.2024-7.2025
პროექტის საერთო ბიუჯეტი: 281 900 ლარი