ეკოტურიზმის სერტფიცირების პროექტი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოში ეკოტურიზმის სერტიფიცირების სტანდარტის შექმნას. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია არსებულ საერთაშორისო სასერტიფიკაციო პროგრამებზე და სტანდარტებზე დაყრდნობით, ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებს ეკოტურისტული სერტიფიცირების სტანდარტს საქართველოსთვის.

შემუშავებული სტანდარტის დანერგვა პირველ ეტაპზე მოხდება ასოციაციის წევრ ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ  ობიექტებში. საპილოტედ შეირჩევა სხვადასხვა ტიპის ხუთი ტურისტული ბიზნესი და შეფასების სქემის მიხედვით მოხდება მათი სერტიფიცირება.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია The Center for International Private Enterprise (CIPE)-ის მხარდაჭერით.