ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ტრენინგების უზრუნველყოფით ქედაის მუნიციპალიტეტში, ფშავში, კისისხევსა და მუხურში.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით იწყებს პროექტს  ეკოტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად ქედის მუნიციპალიტეტში, ფშავში, სოფელ კისისხევსა და სოფელ მუხურში.პროექტის საწყის ეტაპზე მოხდება პროექტის დაინტერესებულ მხარეთა შერჩევა და მათთან აქტიური კომუნიკაცია პროექტის მაღალი შედეგიანობის მისაღწევად. აღნიშნულის შემდგომ დაიწყება საპროექტო არეალების შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. აღნიშნული აქტივობა განხორციელდება, როგორც კამერალური სამუშაოების გზით, ისე ადგილზე საველე გასვლების მეშვეობით.კამერალური და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის  შემდგომ შემუშავდება ტრენინგ მოდული, რომელიც უზრუნველყოფს  ქედის მუნიციპალიტეტის, ფშავის, სოფელ კისისხევის და მუხურის არეალში მცხოვრები ბენეფიციარების შესაძლებლების ხელშეწყობას. ტრენინგ მოდული წარმოდგენილი იქნება, როგორც ზოგადი ნაწილით, ისე კონკრეტული არეალის მიხედვით გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. შემუშავებული ტრენინგ მოდულის მიხედვით ჩატარდება ტრენინგები პროექტის შესაბამის ბენეფიციარებთან. ტრენინგები მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკული  ნაწილს.