21 დეკემბერს საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შექმნაშიც ჩვენი ორგაბიზაცია აქტიურად იყო ჩართული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან GIZ ერთად საზოგადოებას საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია და 2021 წელს შესრულებული სამუშაოები გააცნო.
პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ეკო ტურიზმის დარგობრივი პროფესიული ასოციაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება იყო წარმოდგენილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვით საქმიანობაში ჩართული დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.